in

Liquid Death-მა სასმელებისთვის კუბოს ფორმის მაცივარი გამოუშვა

BOG
BOG

ერთი შეხედვით შემაშფოთებელი საყინულე გარანტირებულად ცივ სასმელებს გთავაზობთ. ეს კი Liquid Death-ისა და Yeti-ის თანამშრომლობის შედეგია. მართალია, ჯერ არც Halloween ახლოვდება, მაგრამ კუბოს ფორმის მაცივარი შეზღუდული რაოდენობით გამოდის. ეს ბრენდები რომ შავი იუმორის მოყვარულები არიან, ამას, ალბათ, უკვე თავადაც მიხვდით.

თუმცა არანაკლებია იმ მომხმარებელთა რაოდენობაც, რომლებიც შავი იუმორის მოყვარულნი არიან, უკვე აუქციონზე 600-ზე მეტი შეთავაზება გაკეთდა და ფასმა 52 000 დოლარსაც გადააჭარბა. არადა, საწყისი ფასი 1500 დოლარი იყო…

Casket Cooler-ში Triple Foam ColdCell-ს გვთავაზობენ, რომელსაც ჩვეულებრივ ველურ პირობებში იყენებენ სასმელების ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ახლა კი მეტად დიად მიზანს ემსახურება — თქვენს სასმელებს ცივად დიდი ხნის მანძილზე შეინახავს.

სწორედ ამ უნიკალური მაცივრის პოპულარიზაციისთვის შემოგვთავაზეს თრეილერი, რომელშიც კუბოს ფორმის საყინულის გარდა, ბრენდის მხიარულ და ამასთან, დაუმორჩილებელ სულისკვეთებას ვეცნობით:

„ლეტერატო“ — არაფორმალური განათლება მოზარდებისთვის

Neuralink-ის პირველი პაციენტი ტვინის ჩიპს ენების შესასწავლად იყენებს