საპნის შესაფუთად რაა უკეთესი მასალა, ვიდრე თავად საპონი ?! SOAPBOTTLE–ის იდეა დიზაინერ ჯონა ბრეიტენჰუბერს გაუჩნდა სამაგისტრო სწავლების პერიოდში. მისთვის ესაა საკმაოდ დიდი პრობლემის მარტივი, ელეგანტური გადაწყვეტა. ყოველწლიურად მილიარდობით პლასტმასის შამპუნის ბოთლი, კონდიციონერის მილები და საპნის დისპენსერები ხვდება ნაგავსაყრელებში ან ოკეანეებში. სწორედ ამიტომ თხევადი საპნის მყარი საპნით შეფუთვა ერთგვარად საკმაოდ ეკომეგობრული გადაწყვეტაა. წარმოგიდგენთ შეფუთვას:
საპნისგან დამზადებული ბოთლი, საიდანაც საპონი გადმოდის – შეფუთვის ეკომეგობრული გადაწყვეტა
