in

რა უნდა არასარეკლამო ბილბორდს თამარ მეფის გამზირზე

დღეს, თამარ მეფის გამზირზე ბილბორდი გამოჩნდა, რომელიც არატრადიციული შინაარსისაა – არ ემსახურება კონკრეტული კომპანიისა თუ პროდუქტის რეკლამას, მასზე არ არის დატანილი ლოგო, თუ საკომუნიკაციო მესიჯი. აღმოჩნდა, რომ ბანერზე არსებული ვიზუალი მექსიკელ-ამერიკელ ხელოვანს – ლისა ალვარადოს ეკუთვნის. ეს არის მხატვარი, რომელიც ხელოვნების ტრადიციულ კატეგორიებს არღვევს და ისტორიისთვის აქამდე უცნობ აბსტრაქციებს ქმნის და ის 13 ოქტომბერს, თბილისში, წინამძღვრიშვილის 49-ში იქნება წარმოდგენილი. ლისა ალვარადოს ნამუშევრების გამოფენა “Polyphonic Shadow Cloth“-ს თიბისი სტატუსი და LC QUISSER, მუსიკალური გაფორმების ფონზე წარმოგვიდგენს. ექსპოზიცია კი შედგება პანოებისგან მხატვრის ახალი სერიიდან ‘Traditional Object“, რომელსაც ბუმბულის ფარდაგები ახლავს.

აღსანიშნავია, რომ ალვარადოს ნამუშევრები მუსიკალური ბენდის – „Natural Information Society“ კონცერტების სასცენო ატრიბუტებია და ხშირად, ისინი მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად „მოგზაურობენ“. სერიაში ‘Traditional Object“, ვიზუალური და ხმოვანი ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის – ამდენად, ალვარადოს პანოები ერთდროულად სასცენო დეკორაციაც არის და ხელოვნების ნიმუშიც – ტექსტილისა და მუსიკის ტრადიციებით შთაგონებული ნამუშევრები ფუნქციურიცაა და ემოციურიც.

ლისა ალვარადო ცხოვრობს და მუშაობს ჩიკაგოში. მისი პერსონალური გამოფენა ‘Sound Talisman‘ ჩატარდა ბრიჯიტ დონაჰიუს გალერეაში (ნიუ იორკი); ალვარადოს ნამუშევრები ასევე წარმოდგენილი იყო გამოფენებზე: ‘Out of Easy Reach‘ (ილინოისის უნივერსიტეტი, ჩიკაგო); Lisa Alvarado/Alex Olson/ Daniel Sinsel, Mary Mary (გლაზგო); ‘The Freedom principle: Experiments in Art and Music 1965 წლიდან დღემდე‘ (ფილადელფიის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტი და ჩიკაგოს თანამეროვე ხელოვნების მუზეუმი) და ‘Material Issue‘ (KMAC/კენტუკის ხელოვნების მუზეუმი, ლუიზვილი).

„უნიქარდმა“ ამ დროისთვის 4000-ზე მეტი პრიზი გაათამაშა

iPhone Xs და iPhone Xs Max „ბილაინში“ ერთჯერადი გადახდითა და განვადებით იყიდება