in , ,

თანამედროვე ქართველი მხატვრები და “ლისი დეველოპმენტი”-ს საიმიჯო კამპანია

“ლისი დეველოპმენტი” საცხოვრებელი კომპლექსის ახალი ფაზის შენებას განახლებული ბრენდინგით, საიტით (www.lisi.ge) და კომუნიკაციით იწყებს.

ალბათ შეამჩნევდით ზაფხულში, ვაკე-საბურთალოს გზაზე, უზარმაზარ ბილბორდზე, მხატვარ ბესიკ არბოლიშვილის ტილოს სახელწოდებით „ხედი“.

 

1 (2)

ტილო მალევე ჩაანაცვლა ქეთი მატაბელის „კოლაჟმა“.

2

ახლა კი თბილისს ოლეგ ტიმჩენკოს ნახატი დაამშვენებს.

3

სარეკლამო კამპანიაში მხატვრების ჩართულობა საცხოვრებელი კომპლექსი ლისის განსაკუთრებულობამ განაპირობა. საქართველოში ამ პროექტს ანალოგი არ აქვს და ვინაიდან თითოეული მხატვრული ნამუშევარიც თავისი ბუნებით უნიკალურია, სწორედ ამ ფორმით და ამ ენით გადაწყვიტა “ლისი დეველოპმენტმა” ეწარმოებინა თავისი კომუნიკაცია:

თბილისის ქუჩებში, ბილბორდების სახით „გამოიფინა“ თანამედროვე ქართველი მხატვრების მიერ სპეციალურად ლისის თემაზე შექმნილი ნამუშევრები.

წარმოგიდგენთ პირველ ვიდეო-რგოლს, რომელიც ლისის საცხოვრებელ კომპლექსში და ლისის ტბის ტერიტორიაზეა გადაღებული.

ცნობილი ქართველი მხატვარი, ოლეგ ტიმჩენკო, იმ მომენტების და, ზოგადად, იმ ინსპირაციის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ამ სივრცეს მისთვის მიმზიდველს და გამორჩეულს ხდის.

საცხოვრებელი კომპლექსის ახალი სლოგანია:
„აქ ყოველი დღე განსაკუთრებულია“.

ლისი დეველოპმენტის რებრენდინგი, საკომუნიკაციო კამპანიის კონცეფცია და რგოლის პროდაქშენი, სარეკლამო კომპანია Windfor’s-ს ეკუთვნის.
იხილეთ და შეაფასეთ რებრენდინგის ფარგლებში შექმნილი ახალი ლოგოც:

Art Director: Zakharia Metreveli

Designer: Tamta Malazonia

4

TVC Credentials

როგორ შეიცვლებოდა ჩვენი ცხოვრება ტექნოლოგიასთან საუბარი რომ შეგვეძლოს

34 წლის სუპერმოდელი, ჟიზელ ბიუნდჰენი ახალ რეკლამაში “I Will What I Want”