16
Sep
2019

რაში ვატარებთ დროს? – „ლისი დეველოპმენტის“ ახალი კამპანია

16 Sep 2019

გიფიქრიათ ოდესმე, ცხოვრების რამდენ დროს ატარებთ აბაზანაში? ან თუნდაც დროის რა მონაკვეთს ხარჯავთ ჭამაში? ან იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რამხელა ადგილი უკავია ძილს თქვენს ცხოვრებაში?

„ლისი დეველოპმენტმა“, თავის კამპანიაში იმ კითხვებზე გაგცათ პასუხი, რომელზეც შეიძლება გიფიქრიათ, მაგრამ პასუხები არ გქონდათ.

ცხოვრების უმეტეს დროს სახლში ვატარებთ

🏠🌳 ცხოვრების უმეტეს დროს სახლში ატარებ, გაატარე ის განსაკუთრებულად.#მწვანექალაქილისზე

Gepostet von მწვანე ქალაქი ლისზე | LISI Green Town am Montag, 16. September 2019

„ კამპანია გაშლილია მარტივი და ყველასათვის საინტერესო თემის – სტატისტიკის გარშემო. ყველას გვაინტერესებს, რა დროს რა აქტივობებში ვატარებთ ცხოვრებას. ეს თითქოს მარტივი ციფრები, საკმაოდ ბევრ ინფორმაციას გვაძლევს და გვაფიქრებს კიდეც.“

სწორედ აქედან გამომდინარე, კომპანიაში გადაწყვიტეს, რომ ახალი კამპანია სტატისტიკის გარშემო აეგოთ, მიეწოდებინათ მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია და თან, დაენახებინათ, რომ მწვანე ქალაქში ცხოვრების დროს, ეს სტატისტიკა რადიკალურად იცვლება.

„ჩვენი შარშანდელი კამპანია ხაზს უსვამდა იდეას, რომ ყველასთვის სახლი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. წელს გადავწყვიტეთ ხაზი გაგვესვა იმ ფაქტისთვის თუ რამდენ დროს ატარებს ადამიანი სახლში. ჩვენი სტატისტიკიდან გამომდინარე გამოვიდა, რომ ადამიანი ცხოვრების ნახევარზე მეტს სახლში ატარებს ამიტომ საჭიროა გაატაროს ის განსაკუთრებულად. შესაბამისად გადავწყვიტეთ სწორედ ამ მხრივ გაგვეგრძელებინა წინა კამპანია და წარმოგვეჩინა, რომ მწვანე ქალაქში „სახლის“-ს იდეა უფრო ფართოვდება – ჩვენს კომპლექსში საცხოვრებელი გარემო – „სახლი“ არა მხოლოდ კონკრეტულ ბინას გულისხმობს. ჩვენთან ,,სახლში’’ იგულისხმება 7 პარკი – რომელთა კეთილმოწყობაზე 15 მებაღე ზრუნავს ყოველდღიურად. ,,სახლი’’ ასევე მოიცავს საცურაო აუზს და სავარჯიშო დარბაზს, სახლის განუყოფელი ნაწილია ასევე პანორამული ხედი დედაქალაქზე. სახლი – ასევე გულისხმობს გამწვანებისა და საცხოვრებელი სახლების დახვეწილი არქიტექტურის სიმბიოზს.“

კამპანიის რგოლი ლისი დეველოპმენტის და ფილმ ესაილუმის ერთობლივი ნამუშევარია

განხილვა