in

არქიტექტურის, ესთეტიკისა და ეკოლოგიის სინთეზი – კიდევ ერთი საცხოვრებელი შენობა პროექტის, „მწვანე ქალაქი ლისზე“ ფარგლებში

ეს შენობა იქნება ახალი არქიტექტურული ორიენტირი, რომელიც ქალაქს დამატებით ღირებულებას შემატებს.

დეველოპერული კომპანიების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, დროსთან ერთად, საკუთარი ღირებულებების შენარჩუნება ხდება ხოლმე. როგორც წესი, ძალიან რთულია ცდუნებებთან გამკლავება, რომ ყოველი მომდევნო პროექტი ქალაქის კულტურასა და ესთეტიკაზე, ადამიანებზე მორგებული გარემოს შექმნაზე დააშენო და პასუხისმგებლობიანი არქიტექტურული გადაწყვეტილებებით, ბეტონის ჯუნგლებისგან თავდასაღწევი ალტერნატივა შემოგვთავაზო.

მიუხედავად ამისა, დღეს, სამაგალითო პროექტებიც იქმნება და სწორედ ამ კუთხით გვინდა, „ლისი დეველოპმენტის“ პირველი მასშტაბური პროექტის, „მწვანე ქალაქი ლისზეს“ ახალი საცხოვრებელი შენობა, Lisi Garden House გაგაცნოთ. თუმცა მანამდე, თავად კომპანიის შესახებ, შეგახსენებთ, რომ ის საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უკვე ათი წელია, ლიდერობს და მწვანე და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა.

რაც შეეხება „მწვანე ქალაქს“ – პროექტი თბილისის ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონასთან – ლისის ტბასთან არის გაშენებული. დღეისათვის, მწვანე ქალაქი 3 საცხოვრებელ უბანსა და ვილების უბანს მოიცავს, რომელიც 65 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გაშლილი.

Lisi Garden House

Lisi Garden House-ზე მისი შემქმნელები გვიმხელენ, რომ:

ეს შენობა იქნება ახალი არქიტექტურული ორიენტირი, რომელიც ქალაქს დამატებით ღირებულებას შემატებს. 

ახალ პროექტზე საერთაშორისო საპარტნიორო კომპანია, Architects of Invention Studio-მ იმუშავა, თანამედროვე არქიტექტურას, ურბანიზმსა და დიზაინს რომ ქმნის.

Lisi Garden House არქიტექტურულ-ესთეტიკურ-სამომხმარებლო დონეზე რომ განვიხილოთ, უნდა ვახსენოთ, რომ ჰიბრიდული რკინა-ბეტონისა და ფოლადის კონსტრუქციის მქონე შენობის ფასადი მთლიანად შუშითაა მოპირკეთებული.

პროექტის შთაგონებად თავად „მწვანე ქალაქის“ იდეა იქცა. ეს ხომ ადგილია, სადაც სიმწვანე უფრო მეტია, ვიდრე შენობა, სადაც გარემო ადამიანისთვისაა განკუთვნილი და არა – ავტომობილისთვის.

გარდა ეკოლოგიური ღირებულებისა, პროექტი ამერიკელი არქიტექტორის, ჯეიმზ ვაინსის სკეჩის, HIGHRISE FOR HOMES-ისა და ასევე, კონცეპტუალური სკეჩის – ალექსანდერ ბროდსკისა და ილია უტკინის, COLUMBARIUM HABITABLE-ის ნამუშევრების სინთეზისა და გავლენის შედეგია.

James Wines, HIGHRISE FOR HOMES
Alexander Brodsky and Ilya Utkin, COLUMBARIUM HABITABLE

ყოველთვის მსურს, საქართველოში განსაკუთრებულად გამორჩეული ნაგებობები ვაშენო. სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი თანამედროვე არქიტექტურა მსოფლიო საერთაშორისო ოჯახის ნაწილი გახდეს, – გვიხსნის ნიკოლოზ ჯაფარიძე, არქიტექტორი, AI STUDIO-ს ხელმძღვანელი.

ზემოთ ვთქვით, რომ დეველოპერული კომპანიებისთვის კულტურულ-არქიტექტურული ღირებულებების შენარჩუნება, დროთა განმავლობაში, რთულდება და ამის ერთ-ერთი მიზეზი, რასაკვირველია, მეტი შენობა-ნაგებობა და შესაბამისად, ფინანსური მოგებაა. თუმცა „ლისი დეველოპმენტის“ შემთხვევაში, კომპანია დაფუძნებიდან დღემდე, გადადგმულ ნაბიჯებს საკუთარი გენერალური განაშენიანების გეგმის მიხედვით არეგულირებს. ეს ნიშნავს, რომ პროექტის იერსახე წინასწარ, რამდენიმე წლით ადრე არის განსაზღვრული და რომ მის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება დაუშვებელია.

განაშენიანების პრინციპი კი, თავიდანვე ისე ჟღერდა, როგორც დღეს, „მწვანე ქალაქი ლისზე“ გამოიყურება: 

მწვანე ქალაქი ლისზე

მწვანე ქალაქი ლისზე გაშენებულია დაბალი სიმჭიდროვით. ერთ სულ მოსახლეზე, საშუალოდ, 150მ² ფართობის საერთო სივრცეა, რაც გულისხმობს არსებულ პარკებს, სკვერებს, მწვანე ზონებს, აუზის ტერიტორიას, საბავშვო-სათამაშო სივრცეებსა და დამატებით ინფრასტრუქტურას.

ჯანსაღი ეკოლოგიის შესაქმნელად, დიდი ყურადღება ეთმობა გამწვანებას და სწორედ ამიტომ, პროექტის კონცეფციაც 80/20-ის იდეას ეყრდნობა, რომლის გამოც, ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზეა განლაგებული შენობები, ხოლო დანარჩენი 80% გამწვანებასა და დამატებით ინფრასტრუქტურას ეთმობა.

მწვანე ქალაქში, ჯამში, 7 პარკია. ტერიტორიის ყველაზე მსხვილი დახურული პარკინგის სახურავიც კი კომპლექსის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პარკად მოეწყო. Მთლიანობაში, 40 000-ზე მეტი ხე და ნერგია დარგული, მათ შორის, ისეთი იშვიათი ჯიშებიც, როგორებიცაა: მელია აზადერახი, ევროპული მუხები, Რომაული ფიჭვი, ფოტონიები, რობინიები და სხვა.ტერიტორიას 100-მდე დასაქმებული მებაღე და სერვისმენეჯერთა გუნდი ყოველდღიურად უვლის. თანამედროვე საირიგაციო სისტემები უზრუნველყოფს ტერიტორიის მორწყვას წვიმის წყლით. 

ეს ყველაფერი ერთ სულ მოსახლეზე 70მ² გამწვანებას მოიაზრებს, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მინიმალურ სტანდარტს 7,7-ჯერ, ხოლო იდეალურ სტანდარტს – 1,4-ჯერ აღემატება.

ამგვარ პრინციპზე დაფუძნებული ჯანსაღი გარემო და ადგილმდებარეობა ქმნის სუფთა ჰაერს, რომელიც ქალაქის ცენტრთან შედარებით ტემპერატურის, დაახლოებით, 3-4 გრადუსიან სხვაობას იძლევა. 

Architects of Invention Studio

Lisi Garden House-ის არქიტექტურული ღირებულების გასამყარებლად, ვფიქრობთ, საჭიროა, ცოტა უფრო ვრცლად მოგიყვეთ იმ კომპანიაზეც, რომელმაც ამ საცხოვრებელი სახლის შექმნაზე იზრუნა – Architects of Invention (AI) 2010 წელს, საქართველოში დაარსდა. ის, ჩვენს ქვეყანაში, ერთ-ერთი პირველი საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო ფირმაა. უფრო ზუსტად, AI STUDIO იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შეძლო და პოსტსაბჭოთა სივრციდან საერთაშორისო ბაზარზე გავიდა.

სტუდიებით – თბილისში, ლონდონში, მოსკოვსა და ვილნიუსში AI ცდილობდა, არქიტექტურაში ახალი მიმართულება დაენერგა – მეთოდური სინგულარული მასალისა და სივრცის ტრანსცედენტული პარამეტრული მიდგომა, რომლის ნათელი მაგალითებიცაა: ბირმინგემის დაკიდული ბაღები, სანტიაგო დე ჩილეს ტელეანძა და სხვა ნაგებობები.

ბირმინგემის დაკიდული ბაღები, AI STUDIO-ს შესრულებით.

დაფუძნების დღიდან, AI- ს ანგარიშზე 9 წლის განმავლობაში, 9 შენობა და 100-ზე მეტი პროექტი, ასევე, არაერთი საერთაშორისო ჯილდო ირიცხება.

დაბოლოს, ისევ ღირებულებებს რომ დავუბრუნდეთ, ყველა ზემოჩამოთვლილი კრიტერიუმის, მათ შორის, საუკეთესო არქიტექტურულ კომპანიასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, პროექტი, „მწვანე ქალაქი ლისზე“ რჩება – გარემოდ, რომელიც ზრუნავს შენზე!

ავტორი: თიკა გეგენავა

AT&T სატელეკომუნიკაციო გიგანტი Discovery-სთან $150 მილიარდიან გაერთიანებას გეგმავს

ინტერვიუ მსახიობ ლუკა ჩიქოვანთან – როგორია მისი კარიერა და გამოცდილება რიდლი სკოტის ახალ ფილმში?