ზუსტად ერთი წლის წინ, 30 აგვისტოს, თბილისიდან 15 წუთის სავალზე, ლისთან ახლოს, ახალი ივენთ ჰოლი “ლისი მერე” გაიხსნა. ლისი მერეს ძმები – თაზო და გორდა ნამიჭეიშვილები უძღვებიან. როგორც თავად ამბობენ, განვლილმა ერთმა წელმა საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში ჩაიარა, თუმცა სამომავლოდ კიდევ უფრო დატვირთული გრაფიკით აპირებენ, საქმიანობა განაგრძონ. განვლილი წლისა და სამომავლო გეგმების შესახებ ძმებ ნამიჭეიშვილებს გავესაუბრეთ:
M: ლისი მერე ერთი წლისაა.. როგორი იყო მისი შექმნის იდეა ერთი წლის წინ?
ლისი მერეს შექმნის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ თბილისთან ახლოს, 15 წუთის სავალზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შეგვექმნა განსხვავებული სივრცე – ივენთ ჰოლი, რომელიც სხვადასხვა სახის ღონისძიებას უმასპინძლებდა, ეს იქნებოდა: ქორწილები, კორპორატიული საღამოები, კონფერენციები და ა.შ ჩვენი ძირითადი მიზანი იყო ის, რომ ჩვენთან მოსულ სტუმარს თავი კარგად ეგრძნო – მიეღო მაღალი ხარისხის მომსახურება, კარგი საკვები, გემოვნებიანი ინტერიერი, მუსიკა..

M: როგორ გაითქვა სახელი ლისი მერემ?
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან არსებული განსხვავებული ინტერიერის გამო სხვადასხვა ტიპის ვიდეორგოლს იღებდნენ, ლისი მერე მალევე გახდა პოპულარული. ამაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა Marketer-მაც. ამ ყველაფრის ფონზე კი, საკმაოდ ბევრი დამკვეთი დაინტერესდა და მუშაობა თავიდანვე დატვირთული რეჟიმითა და გრაფიკით დავიწყეთ.
ასევე, ძალიან დაგვეხმარა ისიც, რომ ძალიან კარგი და უშუალო მომსახურე პერსონალი გვყავს, გვაქვს მაღალი ხარისხის საკვები – ლისი მერე ყოველდღიურად მარაგდება ახალი პროდუქტებით და მზადდება ახალ-ახალი კერძები, ფურშეტები, ჩვენთან კეთდება როგორც ქართული, ტრადიციული სუფრები, ისე ევროპული მაგიდები. პოპულარიზაციაში დაგვეხმარა ასევე კარგი ინტერიერი, მუსიკალური გაფორმება, ჩვენგან მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილი მიდის. კმაყოფილი მომხმარებელი კი ლოგიკურად სხვა მომხმარებლის მოზიდვის გარანტიაა.
ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ყოველ კვარტალში ერთხელ ჩვენ ინტერიერსა და ექსტერიერში შეგვაქვს ცვლილებები იმისთვის, რომ აქ უკვე ნამყოფი სტუმარი მოხვდეს განსხვავებულ გარემოში და არ იფიქროს, რომ ლისი მერეში ყველაფერი ნახა უკვე და აღარ დაინტერესდება.

M: კონკრეტულად, რა სახის ღონისძიებებს უმასპინძლეთ ამ ერთი წლის განმავლობაში?
ძალიან დატვირთული და, ჩემი შეფასებით, საკმაოდ ნაყოფიერი წელი გვქონდა. ჩვენთან იმართებოდა: ქორწილები, დაბადების დღეები, კორპორატიული საღამოები, კონფერენციები, სხვადასხვა პროდუქტის დიზაინის წარსადგენი ივენთები, after-party და ა.შ ჩვენთვის ნებისმიერი საღამოს ძირითადი მიზანი იყო და არის ის, რომ ჩვენთან მოსულმა ადამიანმა საუკეთესო დრო გაატაროს და ისე წავიდეს ლისი მერედან. ამაზე კი მთელი ჩვენი გუნდი განსაკუთრებულად, მთელი ენერგიით ზრუნავს. ჩვენთვის არამარტო დამკვეთის, არამედ ნებისმიერი სტუმრის კმაყოფილება უმნიშვნელოვანესია.
მთელი წლის განმავლობაში დამკვეთებს მისაღებ ფასად ვუწევდით სრულ მომსახურებას. რეალურად, ლისი მერე მომხმარებელს ყველანაირ სერვისს სთავაზობს – მუსიკალური გაფორმებიდან დაწყებული ფოტო-ვიდეო გადაღებით დამთავრებული. მოკლედ რომ ვთქვა, ერთ სივრცეში დამკვეთს ყველაფრის მიღება შეუძლია. ლისი მერეს მთლიანი გუნდი ცდილობს, ნებისმიერი წვეულება აქციოს დღესასწაულად.
M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ახლა უკვე ახალი სეზონიდან – სექტემბრიდან ახალ ღონისძიებებს ვგეგმავთ. კვლავაც ვაპირებთ, დატვირთული რეჟიმით განვაგრძოთ მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელთან დაკავშირებით გვაქვს დიდი გეგმები. შარშან საკმაოდ დატვირთული ახალი წელი გვქონდა, წელს კი ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტ ღონისძიებას ვუმასპინძლოთ.
ასევე, შემდეგი წლიდან ლისი მერეს გუნდი გეგმავს ახალი, უფრო დიდი სივრცის შექმნას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 600-700 კაცი განთავსდება. მისი სამიზნე ივენთი იქნება კონფერენციები და შემდგომი after-party-ები.
M: შევიტყვეთ, რომ პორტალის შექმნასაც გეგმავთ ლისი მერესთვის..
იმისთვის, რომ დამკვეთს ჩვენთან კონტაქტი და არჩევანი გავუმარტივოთ, სამომავლოდ ვგეგმავთ, შევქმნათ პორტალი – ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეძლება, შევიდეს მასზე და იქ ჩვენ მივაწვდით სხვადასხვა ტიპის პაკეტს. ამ პაკეტების მეშვეობით დამკვეთს შეეძლება, შეადგინოს ბიუჯეტი. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ რთული საქმეა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რესტორანი არ ვართ, ნებისმიერი საღამო უნდა დაიგეგმოს სხვადასხვა დეტალთან ერთად, იქნება ეს სპეც-ეფექტები, მენიუ თუ სხვა. გვექნება სტანდარტები, მაგალითად სტუმართა რაოდენობის მიხედვით – 50 კაცზე, 100 კაცზე, 200-ზე.. ნებისმიერი რაოდენობის მიხედვით პაკეტები იქნება განსხვავებული – გასართობი პროგრამით, ასევე, მენიუთი.. ვგეგმავთ, შემოვიღოთ სხვადასხვა თემატიკის ივენთებიც – მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელი საღამოები და პორტალზე მასაც შევთავაზებთ მომხმარებლებს. ვფიქრობთ, დამკვეთებს ძალიან გაუმარტივდებათ ამ ფორმით, დაგეგმონ საღამო და შეიძინონ გამზადებული პაკეტი. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ პაკეტებში შესული იქნება ფოტო-ვიდეო გადაღებაც, მუსიკალური გაფორმება – ბენდი, თემატიკა.. ერთი სიტყვით, პორტალი მაქსიმალურად იქნება მორგებული დამკვეთის სურვილებს.
[R]