in

ლისი პერსპექტივა: უნიკალური ხედი და უზრუნველი მომავალი

„ის არის ყველაზე ბედნიერი, იქნება მეფე თუ გლეხი, რომელიც საკუთარ სახლში სიმშვიდეს პოულობს“, — ასე ამბობდა გოეთე. სიმშვიდე შინ განსაკუთრებულად დასაფასებელი გახდა მას შემდეგ, რაც თანამედროვე და ციფრულმა სამყარომ ქალაქის ცენტრი კიდევ უფრო დინამიკური და დატვირთული გახადა.

ქალაქში განვითარებულმა ტემპებმა და შექმნილმა გარემოებამ დეველოპერული კომპანიები დააყენა გამოწვევის წინაშე — რა სჭირდებათ მობინადრეებს? როგორ განვითარდეს ქალაქის განაშენიანება ისე, რომ შეიქმნას ხარისხიანი და, ამავდროულად, ხელმისაწვდომი პროდუქტი, რათა შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა? მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი დღეს ისეთი პროექტებია, რომლებიც მომხმარებელს დინამიკასა და სიმშვიდეს ერთდროულად სთავაზობს.

შესაბამისად, აქტუალური გახდა ურბანული გაფართოება და ქალაქის მიმდებარედ, ბუნებასთან ახლოს, ე. წ. მწვანე ზონებში განსახლება. მწვანე კონცეპტის პროექტები ამოსავალი წერტილია საერთაშორისო დეველოპერული კომპანია York Towers-ისთვისაც. მისი ახალი პროექტი „ლისი პერსპექტივა“ კი უნიკალური კომბინაციაა, რომელიც აერთიანებს ცენტრთან სიახლოვეს, მწვანე გარემოს, უნიკალურ ხედებს დედაქალაქზე და სრულად იზოლირებულ საცხოვრებელ კომპლექსს.

„დედაქალაქის ცენტრი, რასაკვირველია, უცვლელად ავანგარდშია, თუმცა ნათელი გახდა, რომ თბილისის გარეუბნების განვითარება არა მხოლოდ ლოგიკური მომავალია, არამედ გამოსავალიც ნებისმიერი ადამიანისთვის. ჩვენ ვმუშაობთ, ინფორმაციას გავცემთ და ვცვლით, ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვკითხულობთ, ვუყურებთ და დღის განმავლობაში საკმაოდ ვიღლებით. ამდენად, გვჭირდება გარემო, რომელიც სრულად მოხსნის სტრესს. დღეს მომხმარებლის ყველაზე სასურველი ასპექტები, დეველოპერული პროდუქტის შერჩევისას, არის სწორედ მშვიდი გარემო და საინვესტიციო პერსპექტივა, რასაც სრულად ვპასუხობთ“, — ამბობს კომპანია York Holding Group-ის მარკეტინგის უფროსი ოფიცერი, ოთარ ქირია.

Lisi Perspective რვა უნიკალური ნაგებობისგან შემდგარი კომპლექსია ლისის ტბასთან ახლოს. პროექტი მოიცავს პრემიუმ კლასის ვილებს შესანიშნავი ხედებით თბილისზე. მისი ლოკაცია იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დატკბეს ბუნებით, სუფთა ჰაერით, გაატაროს საღამო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და ისიამოვნოს თბილისის დღის თუ ღამის ხედებით.

თითოეული ვილა სამი სართულისგან შედგება და საშუალოდ, 300 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს მოიცავს. საცხოვრებელი ფართის გარდა, ყოველ ვილას გააჩნია საზაფხულო ზონა, დამხმარე სივრცეები და ადგილი პარკინგისთვის. ზონები, სართულები და ოთახები იმგვარადაა დაპროექტებული, რომ ოჯახმა შეძლოს სიმშვიდეში ყოფნა, ან გართობა და თავი სრულად იზოლირებულად იგრძნოს და სხვების მყუდროებაც არ დაარღვიოს. კომპლექსს ტყის მასივი ესაზღვრება და ბუნებრივი გამყოფითაა იზოლირებული.

„კომპანიის ამოსავალი წერტილია ცხოვრების გაუმჯობესება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანი თავს უნიკალურად გრძნობს. სამუშაოები დაწყებულია და გამოიყენება მხოლოდ პრემიუმ ხარისხის მასალა, ასევე ეკომეგობრული სისტემები. ამასთან, ლისი პერსპექტივის ვილები, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რვაა, ე. წ. affordable premium საფასო კატეგორიაში გადის და თბილისში არსებულ ფასებთან შედერაბით საშუალოზე დაბალია. ეს არის შესანიშნავი პერსპექტივა, ანუ ხედები თბილისზე და, ამავდროულად, პერსპექტივა, როგორც ძალიან მომგებიანი ინვესტიცია და სტაბილური ფინანსური მომავალი“, — ამბობს ხალედ ოსამა, York Towers-ის აღმასრულებელი დირექტორი.

York Holding Group საერთაშორისო კომპანიაა, სათავო ოფისით თბილისში. ის ოპერირებს ასევე ეგვიპტეში, კატარში, საუდის არაბეთში, გაერთიანებულ საემიროებში, ქუვეითში, ისრაელში და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. ჰოლდინგის შემადგენლობაში ორი ბრენდი შედის: დეველოპერული კომპანია York Towers და სამშენებლო კომპანია Zaha Construction.

[R]

„უმამი“ – რესტორანი, რომელიც აზიურ სამყაროში გამოგზაურებთ

იცოდით, რომ დიდი ბრენდების იდეები პატარა ადგილებიდან იწყება?