in

„ლისი ტრიოს“ გაყიდვები დაიწყო — როგორია კომპანიის საახალწლო შეთავაზება?

როგორც უკვე იცით, „ლისი ტრიო“ მულტიფუნქციური პროექტია, რომლის ფარგლებშიც სამი 15-სართულიანი კორპუსი აშენდება, მიწისქვეშა ორი სართულით და 200-ზე მეტი საპარკინგე ადგილით. მართალია, საცხოვრებლის მშენებლობა 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება, თუმცა გაყიდვების პროცესი უკვე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად, პირველადი ეტაპის გაყიდვები ნოემბრის თვიდან დაიწყო — შესაბამისად, მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, მშენებლობის საწყის ეტაპზე შეიძინონ ბინა განსაკუთრებულ ფასად და განსაკუთრებული პირობებით.

პირველადი გაყიდვების მდგომარეობით მულტიფუნქციურ კომპლექსში კვ.მ ფასი 1500$-დან იწყება. ამასთან, ლისი ტრიოში ხელმისაწვდომია როგორც პატარა ფართები, ისე დიდ ოჯახზე გათვლილი ბინები. „ჩვენთან ყველაზე მცირე ბინა იწყება 48 კვმ-დან, ამიტომ ვფიქრობთ, პროექტი  ყველა სახისა და მოთხოვნის მომხმარებელ დააკმაყოფილებს და შესთავაზებს მასზე მორგებულ პირობას“, აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი, მარიამ ხუციშვილი.

ასევე, კომპანიაში ძალიან მოქნილი გადახდის სისტემა მოქმედებს. ბინის შეძენისას მომხმარებლებს ორი არჩევანი ექნებათ: შეუძლიათ ბანკის უზრუნველყოფით ისარგებლონ, ან შიდა უპროცენტო განვადებით, რომლის შემთხვევაშიც თანხა 38 თვეზე ნაწილდება. რა თქმა უნდა, თუკი თავიდანვე სრულად არ ფარავენ ბინის ღირებულებას.

საახალწლო შეთავაზება

რა თქმა უნდა, წინასაახალწლო სამზადისი არც „ლისი ტრიოს“ გამორჩენია და გრანდიოზული შეთავაზება შეიმუშავა, როგორც გამორჩეული საჩუქარი. მომხმარებლებს შეეძლებათ, „ლისი ტრიოს“ კომპლექსში ბინა შეიძინონ პირველადი შენატანის გარეშე და ასევე ისარგებლონ ფასდაკლებით 65 000 ლარამდე.

ხოლო მათ, ვინც მულტიფუნქციურ კომპლექსში 31 დეკემბრამდე შეიძენს პენტჰაუსს, ამ შენაძენთან ერთად, საჩუქრად გადაეცემათ მერსედეს GLE  მარკის ავტომობილი.

„მომხმარებლებისთვის მართლაც საუკეთესო შანსია, ახალ 2024 წელს ახალი შენაძენით შეხვდნენ“.


შეგიძლიათ, „ლისი ტრიოს“ შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჩვენს წინა სტატიაში გაეცნოთ და გაიგოთ, რა უპირატესობებს გთავაზობთ მულტიფუნქციური პროექტი.

[R]

NASA-მ ურანის ყველაზე დეტალური ფოტო გამოაქვეყნა

როგორ აფასებს CityPay.io სფოთლაითის მხარდაჭერის მნიშვნელობას