Spotlight Tech ბრუნდება! „ახალი დროა“ – ამ მთავარი გზავნილით, 5-წლის შემდეგ, წლის მთავარი ტექნოლოგიური დღესასწაული კვლავ ჩატარდება და სტუმრებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ესაუბრება. სფოთლაითის სივრცეში ინოვაციები და ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ, 2018 წელს გამოჩნდა. ახლა კი, 14 მაისს, სასტუმრო Raddison Blu Iveria-ში 600 გულანთებული სტუმარი შეიკრიბება, 30-მდე სპიკერის შთამაგონებელ გამოსვლას დაესწრება, მასტერკლასებსა და ვორქშოპებზე ახლებურ ხედვას გაიზიარებს, გადაიაზრებს ტექნოლოგიების ცნებას ჩვენს ყოველდღიურობაში, შეხვდება ძველ კოლეგებს და გაიცნობს ახლებს. ღონისძიების ვერცხლის სპონსორია „ლისი ტრიო“. Spotlight Tech-თან მეგობრობაზე „ლისი ტრიოს“ მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ხუციშვილი გვესაუბრა.
M: წლევანდელი სფოთლაითის მთავარი თემა „ახალი დროა“ და ის ტექნოლოგიებს უკავშირდება. რას ელით წლევანდელი ღონისძიებისგან, ყველაზე მეტად?
Spotlight Tech გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც ბევრ სტარტაპერსა თუ გამოცდილ მეწარმეს, სამყაროს ამ სწრაფი, ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ადაპტირებას გაუადვილებს.
ვფიქრობ, წლევანდელი თემა „ახალი დრო“ თავისი შინაარსით ძალიან ახლოა „ლისი ტრიოს“ პროექტთან, ვინაიდან ჩვენი ახალი კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი ნიშა, სწორედ ჭკვიანი სახლის ახალი, ინოვაციური სისტემებია. შესაბამისად, განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს. გვჯერა, წლის ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა სპიკერებთან, რომლებსაც ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ გასაზიარებელი გამოცდილება და სათქმელი დაუგროვდათ, ბევრისთვის გახდება მოტივაციისა და ახალი კრეატიული იდეების მომტანი.
M: სფოთლაითი მრავალი წლის მანძილზე აერთიანებს უამრავ ადამიანს. თქვენი თვალსაზრისით, რა შეცვალა ღონისძიებამ ქართულ რეალობაში?
წლებია, სფოთლაითი მთავარ მარკეტინგულ მოვლენად იქცა. ეს პროექტი დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს არსულებს. ყოველი ღონისძიება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სფეროში მომუშავე სპეციალისტების მოტივირებასა და წინსვლას. წლიდან წლამდე სფოთლაითი იზრდება, იხვეწება და შთამბეჭდავ მასშტაბებს აღწევს. ეს არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, სიახლეებსა და წარმატებებს.
ჩვენს ქვეყანაში მარკეტინგის მიმართულებით ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს, ქართული კომპანიების სახელები უკვე საზღვარგარეთის ბაზარზეც წარმატებით ჟღერდება. სფოთლაითს ამ მიღწევებში საკუთარი დიდი წვლილი მიუძღვის.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია Spotlight-თან კოლაბორაცია, რადგანაც, ეს არ არის კონკრეტულად ერთი ღონისძიების ხელშეწყობა, ეს არის სრულიად ამ სფეროს მხარდაჭერა.
M: წლევანდელი სფოთლაითის მხარდამჭერი ხართ. თქვენი შეფასებით, რითაა მნიშვნელოვანი ეს თანამშრომლობა?
ვფიქრობ, თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სპეციალისტების ხელშეწყობა და წახალისება კომპანიების პასუხისმგებლობაა. რადგანაც 21-ე საუკუნე, სწორედ ინოვაციების ერაა. მოხარულები ვართ, რომ წელს, „ლისი ტრიო“ Spotlight Tech-ის მხარდამჭერი კომპანიაა.
როგორც აღვნიშნე, წლევანდელი ღონისძიება თავის არსით ჩვენს დეველოპერულ პროექტთან პირდაპირ კვეთაშია. ჭკვიანი სახლის ისეთი თანამედროვე სისტემები, როგორიცაა კარის ჭკვიანი საკეტი, უსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიები, გათბობა- გაგრილების დისტანციური მართვა და სხვა, არის იმ გეგმის მცირე ჩამონათვალი, რომელსაც „ლისი ტრიოს“ პროექტი ითვალისწინებს და ზუსტად ერგება „ახალი დროის“ საზოგადოების საჭიროებებსა და ტენდენციებს.
სწორედ ამიტომ, Spotlight Tech-ზე შეხვედრების, ვორკშოპებისა და მასტერკლასების სახით გაერთიანებული ნამდვილი დღესასწაულის მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნრლოვანი და საპასუხისმგებლოა.
ღონისძიების წარმდგენია: e team
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: ავერსი ფარმა
ვერცხლის სპონსორი: Bolt, ლისი ტრიო
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: AccountAnts, McDonald’s, Geosoft – Google Cloud, ლურჯი ოკეანე, Top Sport, Aldagi Business, BTU, It Step Academy, Adwise, Alta, Johnny Walker.
არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.