სულ რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ და უდიდეს ქალაქში, ნიუ-იორკში, ქართული სამშენებლო პროექტის სახელწოდება გამოჩნდა. ქალაქის საკულტო უბანში, Times Square-ის მთავარ ბილბორდზე, გამვლელების ყურადღება „ლისი ტრიომ” მიიპყრო.
ლისი ტრიო „ლისი თაუერსის” ინოვაციური პროექტია. ჯანსაღი, ჰარმონიული, მყუდრო და კომფორტული გარემო – ეს ის დაპირებებია, რომლებსაც ბრენდი ლისი ტრიოს მომავალ მობინადრეებს სთავაზობს. პროექტი ქალაქის ტიპის დასახლებას ითვალისწინებს, სადაც ცხოვრება ბუნებასთან ახლოს მდებარე თანამედროვე კომპლექსშია შესაძლებელი.
ლისი თაუერსი 2017 წლიდან ოპერირებს და თავის კლიენტებს საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ პროექტებს სთავაზობს. მიმდინარე პროექტი, ლისი ტრიო, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი იქნება, სადაც მობინადრე არა მხოლოდ სახლს შეიძენს, არამედ იქვე ექნება სამუშაო სივრცეები, რეკრეაციული ზონა, სპა, გასართობი ცენტრი, პარკინგი და სხვა მრავალი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მისი ცხოვრების ხარისხი მაღალი იყოს.
პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო და 2027 წელს დასრულდება. სულ სამი, 15-სართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინები მოსახლეობას თეთრი კარკასის პირობებში ჩაბარდება. ლისი ტრიოს შემქმნელების მიზანი ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოს შექმნაა, სადაც კომფორტი მარტო ყოფით უპირატესობებს არ გულისხმობს. ამისთვის გუნდმა აქტიურად ითანამშრომლა გამოცდილ გეოლოგებთან, რათა მაქსიმალურად შეესწავლათ მეწყერსაშიში და სეისმურად აქტიური ზონები. გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში გამოიყენება ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის მასალა, რომელიც სწორედ საერთაშორისო დონის სტანდარტზეა გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ ლისი ტრიო არ არის კომპანიის ერთადერთი მიმდინარე პროექტი. ლისი თაუერსი ამჟამად ნუცუბიძეზეც აშენებს კომპლექსს და მოსკოვის გამზირზეც, რომელსაც „თბილისი ისტი” ჰქვია. რაც შეეხება წარსულ პროექტებს, ლისი თაუერსს ეკუთვნის საირმის ქუჩის, ოქროყანისა და ყაზბეგის გამზირზე აშენებული მაღალსართულიანი შენობები.
[R]