ბინას ორი მხარე აქვს — ერთი ინტერიერი, რომელსაც ჩვენი გემოვნებით ვაწყობთ და ისეთ სივრცეს ვიქმნით, როგორიც ყველაზე მეტად გვსიამოვნებს; მეორე კი გარე ხედს ეხება… რას ვხედავთ, როცა ფანჯრიდან ვიხედებით? აქ არ შეგვიძლია ინდივიდუალურ სურვილებს მოვარგოთ ლანდშაფტი, ამაზე თავად სამშენებლო კომპანიები ზრუნავენ. ასეა „ლისი ტრიოს“ შემთხვევაში, რომელიც მობინადრეებისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და მრავალფეროვან გარემოს შექმნის.
ეს არის მულტიფუნქციური პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამი 15-სართულიანი კორპუსი აშენდება, მიწისქვეშა ორი სართულით და 200-ზე მეტი საპარკინგე ადგილით. გარდა შიდა მოწყობისა კი განსაკუთრებით საინტერესოა ხედების ფაქტორი — საცხოვრებელი კომპლექსი ისეთ ადგილას შენდება, რომ მობინადრეების ფანჯრებიდან თუ აივნებიდან თბილისის საოცარი ლანდშაფტი.