in

ლისის ტბაზე ფესტივალი LISI VIBES გაიმართება

ლისის ტბაზე წელს ახალ მუსიკალურ ფესტივალს ჩაეყრება საფუძველი, სახელად LISI Vibes. მის ფარგლებში პირველი ღონისძიება 30 სექტემბერს დაიწყება და 7 ოქტომბრამდე გასტანს. ფესტივალი „ლისი დეველოპმენტისა“ და „ისთერნ პრომოუშენსის” თანამშრომლობით გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, ხავერდოვანი შემოდგომის საღამოებს ლისის ტბაზე მდებარე ბარ-რესტორანი KARI უმასპინძლებს.

ფესტივალის განრიგი ასე გამოიყურება:

30 სექტემბერს, საღამოს, საზოგადოების წინაშე ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და გრემის ორგზის ნომინანტი მუსიკოსი, ვოკალისტი და მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი CeCe Rogers წარსდგება.

7 ოქტომბრის საღამოს LOU Berry გახსნის – მომღერალი, კომპოზიტორი და მულტიინსტრუმენალისტი. პარიზელი მუსიკოსი მსმენელის წინაშე საკუთარ ბენდთან ერთად გამოვა და თანამედროვე ჯაზის ელემენტებზე დაფუძნებულ კომპოზიციებს შეასრულებს.

კარი გაიღება 19:00 საათზე. ღონისძიების წარმდგენია „ლისი დეველოპმენტი“, ხოლო ტერიტორიის ბუნებრივ იერსახეზე, გამწვანებაზე „ლისი გრინსმა“ იზრუნა. ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ LISI Vibes მრავალჯერად სახეს მიიღებს და მელომანებს მომავალში კიდევ არაერთ მუსიკალურ ღონისძიებას შესთავაზებს.

[R]

საიგონის ქუჩებით შთაგონებული დიზაინი — Atypical

TikTok კომენტარებში Dislike ღილაკს ამატებს