in

ლისინ ივენთი ბათუმში სპორტულ უქმეებს გპირდებათ

სექტემბრის პირველი კვირა ლისინ ივენთმა და ბათუმი ფესტივალმა სპორტულ აქტივობებს დაუთმო. გუშინ, 7 სექტემბერს, ლისინ ივენთისა და ბათუმი ფესტივალის სპონსორობით გამართული ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ჩემპიონატის, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული გამოვლინდა.

ჩემპიონატში თბილისის გუნდმა, STU-მ გაიმარჯვა, მეორე ადგილი გუნდმა ბათუმმა, ხოლო მესამე ადგილი უკრაინამ დაიკავა.

„ჩვენი კომპანიისთვის, როგორც ბათუმის დინამოს სპონსორისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობის ხელშეწყობა. მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს, დავაინტერესოთ ახალგაზრდები სპორტული აქტივობებითა და პოპულარიზაცია გავუწიოთ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესს.

აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და სპორტსმენების განთავსებისთვის სასტუმრო Best Western Premier Batumi-ს“, აცხადებს ლისინ ივენთის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თათული ჯანჯღავა.

ლისინ ივენთის და ბათუმი ფესტივალის მხარდაჭერით, 9 სექტემბერს, 19:00–დან გაიმართება ქვიშის ფრენბურთის კიდევ ერთი სანახაობრივი ფინალური ტურნირი, „კორტის მეფე“. ტურნირის ფინალს შოუს ელემენტები ექნება, ასევე გაიმართება ლისინ ივენთის და ბათუმი ფესტივალის მრავალფეროვანი პერფორმანსები — მათ შორის ცეცხლის შოუ, ილუზიონისტი და იოიოს პერფორმანსი.

„ლისინ ივენთის და ბათუმი ფესტივალის მიზანია, აჭარის რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ტურისტებისთვის. ბათუმი ფესტივალის გამოცდილებით, ტურისტების დიდი ინტერესი დავინახეთ მსგავსი პერფორმანსების მიმართ, შესაბამისად, ლისინ ივენთის ქუჩის პერფორმერების გუნდი ქვიშის ფრენბურთის ფინალურ ტურნირზეც მოვიწვიეთ“.

სპორტული კვირეული ლისინ ივენთისთვის ამით არ სრულდება. ბათუმი ფესტივალი სპორტული ჩვენებების დიდ ეკრანზე საყურებლად გეპატიჟებათ. დღეს, 8 სექტემბერს, 20:00–ზე ბათუმი ფესტივალის დიდ ეკრანზე გაიმართება საქართველო–ესპანეთის ფეხბურთის მატჩის ტრანსლაცია. 9 და 10 სექტემბერს კი ბათუმი ფესტივალი რაგბის მოყვარულებს გიწვევთ, 9 სექტემბერს 20:00–დან საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, ხოლო 10 სექტემბერს უცხოეთის ნაკრებების, სამხრეთ აფრიკა – შოტლანდია და უელსი – ფიჯი საყურებლად.

[R]

რა გვავიწყდება ბიზნესის მოგებაზე საუბრისას?

რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესების პარტნიორობა AI ეპოქაში?