16
Aug
2019

გამოიცნობთ, ეს რა ქვეყანაა? ლისის ექსპერიმენტი კიევში

16 Aug 2019



კიევის სავაჭრო ცენტრებში “ლისი დეველოპმენტის’ სტენდები გამოჩნდა. VR სათვალის საშუალებით, გამვლელებს სხვადასხვა ადგილს აჩვენებდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეებს მხოლოდ ერთ კითხვას უსვამდნენ: სად აროს გადაღებული ეს კადრები? პასუხი მრავალფეროვანი იყო. ზოგს ეგონა, რომ ნორვეგიის, ფინეთის თუ ისლანდიის ხედები იხილა, სხვები შვეიცარიას, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს ასახელებდნენ და თავიანთ შთაბეჭდილებებზე ყვებოდნენ. პასუხი კი მხოლოდ ერთია: საქართველო. ნახეთ, როგორი რეაქცია ჰქონდათ ექსპერიმენტის მონაწილეებს, საქართველოზე რომ შეიტყვეს.

 

განხილვა