ზოგისთვის მუსიკა გრძნობების სტენოგრაფიაა (ლევ ტოლსტოი), ზოგი კი მუსიკას რელიგიას უწოდებს (ჯიმი ჰენდრიქსი).
როგორი ხმა აქვს გულს? როგორ ჟღერს გულისცემა?!
მოახდინოს მოცეკვავე ადამიანის გულისცემის სინქრონიზაცია თავისი მუსიკის რიტმთან არის ის, რისი კეთებაც უყვარს. ნიკა მაჩაიძე მუსიკაში რეალურ ხმებს ხშირად იყენებს. სწორედ ასე იქცა პულსაცია მელოდიად, რომელიც ყველას მოგვიწოდებს, ვუსმინოთ გულს.
„128 დარტყმა წუთში – მხოლოდ სრული განმარტოება თუ მომცემდა იმ მუხტს, რომელმაც გულისცემაზე დაფუძნებული მუსიკა დამაწერინა. გულის რიტმზე აგებულ მელოდიას აქვს უნარი, ადამიანის მდგომარეობა შეცვალოს. ელექტრონული მუსიკა ბგერაზეა დაფუძნებული. ნებისმიერი ბგერა შეგიძლია გაშალო და საოცრებად აქციო. გულისცემა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბგერაა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში,“- ამბობს ნიკა მაჩაიძე.
წუთში 60, 80, 100 …128 დარტყმა წუთში – პულსაციას ბევრი რამ განაპირობებს და მათ შორის ერთ-ერთი რიტმია, მუსიკაში დაჭერილი ტემპი, რომელსაც სხეული და ხშირად, გონებაც დაუფიქრებლად ჰყვება.
„ჩვენი მთავარი მიზანი ადამიანებთან დადებითი გზავნილით, მუსიკადქცეული გულისცემით დაკავშირება იყო. ალბათ, ცხოვრების მთავარი ხიბლიც ეს არის: დაიჭირო საკუთარი გულის ჟღერადობა და აჰყვე რიტმს, რომელსაც შენი მდგომარეობის შეცვლა შეუძლია. იმ მდგომარეობის, როცა ბედნიერი ხარ, ბედნიერების მნიშვნელოვანი წინაპირობა კი ჯანმრთელად ყოფნაა. ჩვენი ჰოსპიტალისთვის, კავკასიის მედიცინის ცენტრისთვის შექმნილი გულისცემის რიტმზე დაფუძნებული პოზიტიური „საუნდტრეკი“- „უსმინე გულს“ ნამდვილად არის ის, რასაც გული გვეუბნება,“ – ამბობს მაიკო ივჩენკო, „ევექსი ჰოსპიტლების“ მარკეტინგისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მუსიკად ქცეული პულსაცია ექსპერიმენტია, ექსპერიმენტები კი, ნიკაკოის აზრით, წინსვლის და განვითარების მთავარი პირობაა.
პარტნიორის კონტენტი












