in

Listomania.com – ქართული პროექტი, გლობალური ამბიციებით

მოგესალმებით, მე ვარ ირაკლი ქორიძე, 25 წლის. დამთავრებული მაქვს ESM-თბილისის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. როგორც ჩემმა უახლოესმა მეგობარმა და საქართველოში ყველაზე მაგარი Digital Marketing Agency-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა მითხრა, „ჩვენნაირი ტიპები ვერ ხვდებიან პროფესიით ვინ არიან და საბოლოოდ თავის თავს პროექტის მენეჯერს უწოდებენ ხოლმე“. ზოგადად ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მრავალფეროვანი განათლება გვაქვს მიღებული და ნამუშევარი გვაქვს სხვადასხვა მიმართულების პროექტებზე, იქნება ეს ფინანსები, მარკეტინგი, IT, შესყიდვები,სოფლის მეურნეობა, სწრაფი გადახდის აპარატები თუ თავდაცვის რესურსების დაგეგმვა…

ცოტა ხნის წინ Marketer.ge-მ Facebook-ის გვერდზე დაპოსტა თავისი გულისტკივილი, რომ ინტერნეტის გლობალურ სივრცეში არ არსებობდა ქართველების მიერ შექმნილი საინტერესო პროდუქტი. ამ დროს ვიყავი ჩემი საიტის შექმნის ბოლო ეტაპზე და დღეს გწერთ მის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას.

listomnia_cover

პროგრამირების აქტიური შესწავლა ამ წლის თებერვლიდან დავიწყე და შესაბამისად ვებ-გვერდის კონცეპციის დიდი ნაწილი უშუალოდ შექმნის პროცესში გამოიკვეთა.

საიტი, რომელიც მარტომ შევქმენი  www.listomnia.com მომხმარებელს აძელვს საშუალებას ერთ სივრცეში შეინახოს თავისი სურვილები და არ ჰქონდეს ისინი გაფანტული სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიების ე.წ. “Cart”-ებში.

Wishlist-ების საიტის შექმნის იდეა მე და ჩემს მეგობარს პირველად გაგვიჩნდა Pinterest-ის ბიზნეს მოდელის გარჩევისას.

თავდაპირველად დომეინი უნდა ყოფილიყო – wishlist.ge, მაგრამ ვინაიდან მსოფლიო ბაზარზე არ არსებობდა იგივე ფუნქციონალის ვებ გვერდი, გადავწყვიტე ჩვენ საიტს სტარტი აეღო გლობალური პოზიციონირებით და დომეინიც უბრალო ჟღერადობის მიხედვით შევარჩიე – listomnia.com ვეცადე, რომ საიტი ყოფილიყო მაქსიმალურად ორიენტირებული მომხმარებელზე და შესაბამისად მომიწია მასში მრავალი სოციალური ფუნქციონალის (Friendship-ის, Comment-ების, Like-ების) ჩაშენება.

ნებისმიერ დარეგისტრირებულ პირს შეუძლია საკუთარი სურვილები შეინახოს პრივატულად ან გაუზიაროს ის მხოლოდ თავის მეგობრებს ან ნებისმიერ უცხო პირს. იმედი მაქვს, რომ listomnia გამოადგება online shopping-ის მოყვარულ ადამიანებს და დაეხმარება მეგობრებს ერთეთმანეთს გაუკეთონ სასურველი საჩუქრები.

May Your Wishlist Come True 🙂

 

კომპლიმენტებს მაგიური ძალა აქვს? – ბაკურიანის ახალი კამპანია

„დაკარგული ლეგენდები“ – 18 საათზე ნაკლები რჩება!