11
Jun
2019

ლიტერატურული კონკურსი – მოთხრობა მასწავლებლისთვის

11 Jun 2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსები – ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტ გაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით,  უკვე მეოთხედ,  აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის.

 

აღნიშნული კონკურსის მიზანია, შეიქმნას მოთხრობა მასწავლებლისთვის, როგორც საგანმანათლებლო რესურსი  და ამასთან ერთად, მასწავლებლის პროფესიის  პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. წლევანდელი კონკურსის თემა ირაკლი კაკაბაძის სიტყვებია: “ძილში კი სიზმრებად მოდიან ბავშვები, მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ.”

კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს ათ საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან  შეირჩევა სამი გამარჯვებული ნაწარმოები. ჟიური  განიხილავს მხოლოდ იმ მოთხრობას, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება.

კონკურსის სამი გამარჯვებული  დაჯილდოვდება 30 სექტემბერს  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზი და  ასევე  ფულადი ჯილდო კონკურსის პარტნიორ ლიბერთი ბანკისაგან:

ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

ლიტერატურული ნაწარმოები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულად, აღნიშნულ მისამართზე. 

გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

საკონკურსო მოთხრობის მოცულობა უნდა იყოს 5-დან – 15 გვერდამდე.

საკონკურსო მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 15 აგვისტო.

საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე  და  მიეძღვნება ჟურნალ “მასწავლებლის ” სპეციალური ნომერი.

განხილვა