2023 წლის აგვისტოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი ალტკოინის – ლაითკოინის – „ჰალვინგი“ მოხდა. ლაითკოინის ბლოკჩეინში ამ მოვლენას ადგილი ოთხ წელიწადში ერთხელ აქვს და დაახლოებით ყოველი 850 000-ე ბლოკის შექმნის შედეგ ხდება. წელს ეს 2 520 000-ე ბლოკზე მოხდა. თუ ლაითკოინს ფლობ ან მის შეძენას გეგმავ, ამ ბლოგში შეიტყობ, რა არის ჰალვინგი და რა მნიშვნელობა აქვს კრიპტოვალუტისთვის.
რა არის კრიპტოვალუტის ჰალვინგი?
კრიპტოსამყაროში ჰალვინგი არის მაინერებისათვის ბლოკჩეინტრანზაქციის დადასტურებისათვის განკუთვნილი ჯილდოს განახევრება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჰალვინგის შედეგად, მაინერები 50%-ით ნაკლებ კოინს იღებენ თითოეული ბლოკისთვის, რომელსაც ქმნიან. რას ემსახურება ჰალვინგი? ეს არის კრიპტოვალუტის ინფლაციის რეგულირებისა და მიმოქცევაში ოდენობის შემცირების გზით, მისი იშვიათობის უზრუნველყოფის მექანიზმი, რაც დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდას ისახავს მიზნად. თითოეული ბლოკისთვის გამოყოფილი ჯილდოს შემცირებით, ახალი კოინების მოპოვება უფრო რთული და ხარჯიანი ხდება, რაც ამცირებს კრიპტობაზარზე ცალკეული ვალუტის ახალი კოინების მიმოქცევას.
ჰალვინგი პერიოდულად ხორციელდება ისეთი კრიპტოვალუტებისთვის, როგორიცაა ბიტკოინი (BTC) და ლაითკოინი (LTC).
რას ნიშნავს ჰალვინგი ლაითკოინისთვის (LTC)?
ლაითკოინის ბლოკჩეინი 2011 წლის ოქტომბერში გაეშვა და ალტკოინებს შორის დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ქსელის ადგილობრივი ვალუტაა LTC, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი კრიპტოვალუტაა. CoinMarketCap-ის მიხედვით, საბაზრო კაპიტალიზაციით ლაითკოინი 15 უმსხვილეს კრიპტოვალუტას შორისაა.
ლაითკოინის (LTC) ჯამური ოდენობა 84 მილიონია და მეტის მოპოვება ვერ მოხდება. ინფლაციის რისკის თავიდან აცილების მიზნით, დროდადრო ახალი ლაიტკოინების მოპოვება იზღუდება, რაც ჰალვინგის გზით ხორციელდება. ლაითკოინის პირველი ჰალვინგი 2015 წლის 25 აგვისტოს მოხდა და მისი კოდიდან გამომდინარე, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ სრულდება. ლაითკოინის მთლიანი მოცულობის გათვალისწინებით, ჰალვინგის პროცესი 2142 წლისთვის დასრულდება, როცა მოსაპოვებელი კოინების რაოდენობა ამოიწურება.
სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად, ლაითკოინის მაინერები ყოველი დადასტურებული ტრანზაქციისთვის და შექმნილი ბლოკისთვის გასამრჯელოს, ჯილდოს, იღებენ. თავდაპირველად, ლაითკოინის თითოეული მოპოვებული ბლოკისთვის მაინერები 50 LTC-ს იღებდნენ, 2023 წლის 2 აგვისტომდე ჯილდოს სახით 12.5 LTC გაიცემოდა, ახლა კი, ტარიფი 6.25 LTC-ზე დავიდა. ერთ დღეში მოპოვებული ლაიტკოინების ოდენობა, ბოლო ჰალვინგის შედეგად, 7 200-დან 3 600-ზე ჩამოვიდა.
გრაფიკზე ნაჩვენებია ლაითკოინის პროტოკოლით განსაზღვრული ჯილდოები ერთეული ბლოკისთვის, რომელსაც მაინერი წარმატებით მოიპოვებს. ლაითკოინის მომდევნო ჰალვინგი 2027 წელს მოხდება.
წყარო: Litecoinhalving.com
ლაითკოინი ჰალვინგს Twitter-ზე გამოეხმაურა და კრიპტოენთუზიასტებს ეს მოვლენა საზეიმოდ ამცნო:
https://twitter.com/litecoin/status/1686755968489861120?s=20
როგორ აისახება ეს ლაითკოინზე (LTC)?
ლაითკოინის ჰალვინგის გავლენა ბაზარზე ისეთი მასშტაბური არ არის, როგორც ბიტკოინის ჰალვინგის, რომელიც საბაზრო კაპიტალიზაციით ლაიტკოინს, სულ მცირე, 80-ჯერ აჭარბებს. ამასთან, ბიტკოინის ჯამური ოდენობა ლაითკოინისაზე 4-ჯერ ნაკლებია და, შესაბამისად, გაცილებით იშვიათია.
2 აგვისტოს ჰალვინგის შედეგად ლაითკოინის ფასი მომენტალურად 8%-ით – $94-დან $86.1-მდე დაეცა. 18 აგვისტოსთვის ფასი $64-ზე ჩამოვიდა და კლებადი, თუმცა ცვალებადი ტენდენცია გრძელდება. მართალია, ჰალვინგი კრიპტოვალუტის მიმოქცევის რაოდენობის შეზღუდვით, მისი ღირებულების მატებას ემსახურება, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, თვალი ადევნონ ბაზრის ტენდენციებს, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და ანალიზისთვის წინა ჰალვინგების შედეგებიც მოიშველიონ. ლაითკოინის შეძენა შესაძლებელია Coinmania-ს კრიპტობირჟაზე.
ინფორმაციას Web3 ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ წარმოგიდგენთ coinmania.
[პარტნიორის კონტენტი]