in

„ლიტერა“ 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია!

ლიტერატურული პრემია „ლიტერა” 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია. წელს, 126 საკონკურსო განაცხადიდან, მოკლე სიაში, 38 წიგნი მოხვდა. მე-5 საიუბილეო დაჯილდოებაზე გამარჯვებულები 6 სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელეს.

BOG
BOG

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი

თინათინ ჩხიკვიშვილი ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე – ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“

წლის საუკეთესო დებიუტი 

ნინი ელიაშვილი – „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა

გიორგი მაისურაძე – „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

შოთა იათაშვილი – „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

ეკა ქევანიშვილი – „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

წლის საუკეთესო რომანი

ირაკლი სამსონაძე – „ქელეხი – ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

ლიტერას“ ჟიურიმ, საკონკურსოდ, ტრადიციულად, წინა წელს, ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ლიტერატურული ნაწარმოებები განიხილა.

“კაფე პანდემიის დროს გავხსენით, ონლაინ რეჟიმში და გაყიდვა Facebook-ით დავიწყეთ” – ამბავი “სატაცურზე”

დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „დასაწყისი“, სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 4 მთავარი ჯილდო მიიღო