in

გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“

მწერალთა სახლი  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის  და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს 6 ნომინაციაში:

 

  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  • წლის საუკეთესო რომანი
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  • წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
  • წლის საუკეთესო წიგნის  დიზაინი
  • წლის საუკეთესო დებიუტი

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით.

ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2018 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები, პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა, წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ. თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არაა. კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება. გამარჯვებულს გამოავლენენ ფარული კენჭისყრით. ჟიური იტოვებს უფლებას, გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 მარტი.

კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური ივნისის დასაწყისში წარადგენს. გამარჯვებულებს გამოავლენენ  25/27ივნისს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

ფიატმა ელექტრომობილის კონცეფტი წარადგინა

მესენჯერის შემდეგ, ღამის რეჟიმი Viber-საც დაემატა