11
Feb
2020

ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსი გამოცხადდა

11 Feb 2020

ტრადიციული, ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “ლიტერა” კვლავაც სტარტს იღებს. მწერალთა სახლმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და სპორტის სამინისტროსთან ერთად სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა კონკურსი 6 ნომინაციაში:

  • წლის საუკეთესო დებიუტი
  • წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი 
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული 
  • წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული 
  • წლის საუკეთესო რომანი 

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით.

კონკურსის პირობები:

ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2019 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები;

პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა;

წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ;

თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არაა;

კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით. ჟიური იტოვებს უფლებას, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში, საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 6 მარტი. კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური მაისის ბოლოს წარადგენს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8-იდან 11 ივნისამდე.

მეტი დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

განხილვა