in

ახალი წამლით ალოპეციის მქონე პაციენტებში თმა 80%-ით აღდგა!

ალოპეცია მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა იმუნური სისტემა თმის ფოლიკულებს უტევს, რაც შედეგად თმის ცვენას იწვევს. ეს დაავადება განუკურნებელია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მცდელობა ყოფილა… თუმცა ახლა მეცნიერები მეტად საიმედო ამბავს გვიზიარებენ — ახალმა მედიკამენტმა ალოპეციის მქონე პაციენტებში თმა 80%-ით აღადგინა!

M2
M2

ჩვენ LITFULO-ზე ვსაუბრობთ, ახალ წამალზე, რომელიც FDA-მ უკვე დაამტკიცა. ჩვეულებრივი აბია, რომლის მიღებაც დღეში ერთხელ შეიძლება, თუმცა მხოლოდ 12 წელზე უფროსი ადამიანებისთვის, რომელთაც ალოპეცია არეატა აქვთ. რეკომენდებული დოზა კი 50 მილიგრამია. 

LITFULO ძალიან მნიშვნელოვანი მკურნალობის მეთოდია ახალგაზრდა პაციენტებისთვის, რომლებმაც თმის დიდი ნაწილი დაკარგეს და საკმაოდ უჭირთ ამ ხილულ დაავადებასთან გამკლავება, — აცხადებენ Pfizer-ში.

საინტერესოა ისიც, რომ ახალი აბები ფერმენტების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც კინაზას სახელით ვიცნობთ და ფუნქციონირებს მაშინ, როცა 2 კონკრეტული ტიპის ცილა იბლოკება — საუბარია JAK3-სა და TEC-ზე. ხოლო National Cancer Institute-ის თანახმად, ადამიანის უჯრედები განსხვავებული ტიპის კინაზებისგან შედგება, რომლებიც მნიშვნელოვანი ფუნქციების კონტროლში გვეხმარება, იქნება ეს მეტაბოლიზმი, უჯრედული სიგნალების გადაცემა თუ სხვა რამ. შესაბამისად, კინაზას ცილებს ორგანიზმში ზოგიერთი ისეთი პროცესის კონტროლიც შეეძლება, რომელიც თმის ცვენას ეხება. 

ახალი მედიკამენტის ტესტირებაში 718-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა — ყველა პაციენტს დაკარგული ჰქონდა თმის სულ მცირე 50% ან მეტი, რაც სპეციალური ალოპეციის ინსტრუმენტით იზომება. მეტიც, Pfizer-ის განცხადებით, LITFULO-ს ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 ქვეყნის 118 ადგილზე შეაფასეს.

შედეგები კი ასეთი იყო: პაციენტების 23%-მა, რომლებიც 50-მილიგრამიანი პრეპარატით მკურნალობდნენ, დაახლოებით 6 თვეში თმის 80%-ის ან უფრო მეტის აღდგენა შეძლო. რაც შეეხება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც 12-17 წლამდე მოზარდებში, ისე ზრდასრულებში, დამაკმაყოფილებელი იყო. 

აქვე, Pfizer წამლის გვერდითი ეფექტების შესახებაც საუბრობს — პაციენტების 4%-ს თავის ტკივილი, დიარეა, აკნე და ურტიკარია (ჭინჭრის ციება) აღენიშნებოდა. თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანიის პრეზიდენტის ანგელა ვანგის თქმით, LITFULO-ს დამტკიცებით მოზარდებსა და ზრდასრულებს მიეცათ შესაძლებლობა, თმის დიდი ნაწილი კვლავ დაიბრუნონ…

რატომ არ შეიძლება გაღიმება პასპორტის ფოტოს გადაღებისას?

ალიანს პალასი მსოფლიოში ყველაზე დიდ, ამერიკულ მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality EMEA-ს დაუპარტნიორდა