in

ნახეთ: ლითონის პატარა ნაწილებისაგან შექმნილი ცხოველების ანიმირებული მოძრაობა

მათი ავტორი რეჟისორი აღილ ჰოსეინიანია

რეჟისორი აღილ ჰოსეინიანი ცხოველების გასაოცარ ანიმაციებს ქმნის, რომლებიც ლითონის სხვადასხვა ნაწილისგან არის დამზადებული. ჭანჭიკებისა და ხრახნებისაგან შექმნილი ფიგურები ზუსტად ასახავს თითოეული ცხოველის გადაადგილების მანერას… შედეგად კი, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს რეალურები და ცოცხლები არიან, რასაც ხმოვანი ეფექტებიც ამძაფრებს.

აღილის შემოქმედებას რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ, რამდენად აინტერესებს მას უსულო ობიექტებისთვის სულიერი არსებისათვის დამხასიეთებელი თვისებების მინიჭება – იქნება ეს უბრალო ზურგჩანთა თუ ფურცლის ნაფლეთები. ამიტომაც, მისმა გატაცებამ სხვადასხვა მასალების, ისევე როგორც სინათლისა და ხმის მიმართ, საგნები ცოცხალი არსებებივით ამოოძრავა.

Saildrone – ავტონომიური დრონი, რომელიც კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმარება

წარმატებული ავტომობილი ხმელეთზე, წყალსა თუ ჰაერში – მერსედეს-ბენცის ისტორია