in

Apple ჩინურ ახალ წელს იდენტობის შესახებ გადაღებული ფილმით აღნიშნავს

უკვე შვიდი წელია, Apple ჩინურ ახალ წელს აიფონით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმით აღნიშნავს. აქამდე სიუჟეტები ძირითადად სახლის, ოჯახისა და ერთიანობის თემებს ეხებოდა; ახლა კი ოჯახურს კავშირებს კი ეხება, მაგრამ ასევე პატარა გოგონას „თვითაღმოჩენის“ გზაზეც მოგვითხრობს.

სახელწოდებით Little Garlic (გოგონას, ვეის მეტსახელი), 15-წუთიანი ფილმი TBWA\Media Arts Lab Shanghai-მ შექმნა. ყველაფერი მთავარი გმირის ბავშვობით იწყება და სრულწლოვანებამდე მიდის, როცა დაუცველობას, იდენტობის გრძნობას ებრძვის… მას არ შეუძლია ასაკის, პიროვნების და სხვა დეტალების ისე შეცვლა, როგორც თავად სურს.

მთავარი იდეა შიშებისა და იმ ზეწოლის შესწავლა იყო, რომელსაც ადამიანები მთელ მსოფლიოში განიცდიან…

მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად გამოყენებულია iPhone 15 Pro Max-ის ძირითადი მახასიათებლები, როგორიცაა ტელეფონის 5x ოპტიკური ზუმი, მოქმედებისა და კინემატოგრაფიული რეჟიმი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ Perseverance-მა მარსზე სიცოცხლის ნიშნები უკვე იპოვა

BTU აბიტურიენტებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს