in

ჩინეთში, კარანტინში მყოფ ადამიანებს საკვებს რობოტი ურიგებს

ჩინურმა ახალი ამბების კომპანია Xinhua-მ ტვიტერის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ურიგებს კარანტინში მყოფ ადამიანებს საკვებს რობოტი. სასტუმროში, რომელშიც აღნიშნული ვიდეოა გადაღებული სინგაპურიდან ჩამოსული 335 ადამიანი იმყოფება. ისინი კარანტინში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მათ თვითმფრინავში 2 ადამიანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სიმპტომი აღმოაჩნდა.

ჯერჯერობით, ზუსტად ვერავინ ამბობს, დაინფიცირებულია, თუ არა ვინმე კარანტინში მყოფი ადამიანებიდან, თუმცა, მათთან კონტაქტის და შესაბამისად, დაინფიცირების შესაძლო რისკების თავიდან ასარიდებლად, სასტუმროს პერსონალს რობოტი სახელად Little Peanut ცვლის, არიგებს საკვებს და მოუწოდებს კარანტინში მყოფებს, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში, მისწერონ პერსონალს WeChat-ზე.

29 იანვრის დილის მონაცემებით, კორონავირუსით, მსოფლიოს მასშტაბით, 132 ადამიანია დაღუპული, ხოლო 6 000 დაინფიცირებული.

Pinterest-ის ახალი ფუნქციით ვირტუალური მაკიაჟის გაკეთებას შეძლებთ

როგორ შეიქმნა კამპანია თიბისის განახლებული მობაილბანკისთვის?