მშობლებისთვის წლის განმავლობაში ბავშვების დამშვიდების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სანტას საჩუქარია, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდის თუ პატარა კარგად იქცეოდა. სუპერმარკეტების ქსელ K-Citymarket-ის ახალი საახალწლო სარეკლამო ვიდეორგოლი იმ პატარა ბიჭზეა, რომელიც მართალია, მთელი წელი არც თუ ისე სახარბიელოდ იქცეოდა, თუმცა, სურვილებით შეიძლება ითქვას, რომ დანაშაული გამოასწორა. კომპანიისთვის ვიდეო სააგენტო Hasan&Partners-მა მოამზადა.











