in

ლიც რეზორტი – გაჯანსაღების პროგრამა

ლიც რეზორტი – ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, სპა და მინი კლინიკა მდებარეობს კვარიათის მთაზე, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე. შენობა მთის კიდეზეა განლაგებული და იძლევა არაჩვეულებრივ, 360 გრადუსიან ხედს თურქეთის ქალაქ რიზედან ბათუმამდე, ხოლო კარგ ამინდში კი მთელი კავკასიონის ქედის დათვალიერებაა შესაძლებელი.

ლიცზე არის ზღვის და მთის ჰაერის ნაზავი, რაც ძალიან მარგებელია გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემებისთვის. ზღვის მარილით გამდიდრებული, მაგრამ ნაპირთან შედარებით ნაკლებად ტენიანი ჰაერი საუკეთესო დასასვენებელ პირობებს ქმნის. როგორც ამბობენ, ამას ყველაზე უკეთ გრძნობენ ისინი, ვისაც კოვიდის შემდგომი სუნთქვის პრობლემები აქვთ.

რეზორტი გარშემორტყმულია ულამაზესი, მაცოცხლებელი ტყით, რომელშიც სასეირნო ბილიკები და მოსასვენებელი ადგილებია მოწყობილი.

გამაჯანსაღებელ ჰაერთან ერთად „ლიც რეზორტი“ მრავალმხრივ გართობასა და მომსახურებას გთავაზობთ:

დამსვენებლებს უფასოდ ემსახურებათ:

  • სრული ზომის დახურული აუზი;
  • მტკნარი და მარილიანი წყლის ღია აუზები (სეზონურად);
  • საუნა;
  • ორთქლის აბანო;
  • ჯაკუზი „შარკოს“ ტიპის მასაჟით;
  • ჯაკუზი წყალქვეშა სარბენი ბილიკებით;
  • სავარჯიშო დარბაზი (ჯიმი)
  • ბილიარდის კლუბი ყველა სახის მაგიდებით;
  • ბოულინგი;
  • კინოთეატრი;
  • ბიბლიოთეკა;
  • საბავშვო ზონა;
  • ელექტრონული სათამაშოების ოთახი
  • სამაგიდო თამაშების კლუბი

თუმცა ეს ყველაფერი არაა და რეზორტში გაჯანსაღების პროგრამასაც თავაზობენ დამსვენებლებს, რომელსაც ხელმძღვანელობს ჰარვარდის სამედიცინო სისტემაში მოღვაწე პროფესორი მარიამ ლიპარტია. ეს პროგრამა მოიცავს სპეციალურ, 4-5 ჯერად კვებას და მთელ რიგ პროცედურებს, რომლებსაც თქვენი ფიზიკური და კლინიკური მდგომარეობის შეფასების შემდეგ მიღებული გადაწვეტილებების გათვალისწინებით დაგინიშნავენ მათი ექიმები.

ეს პროცედურებია:

კლინიკური:

  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • სისხლის ლაბორატორიული კვლევები;
  • ჟანგბადის პერიფერიული გაჯერების მონიტორინგი;

თქვენივე მოთხოვნით:

  • სხეულის ქსოვილოვანი შემადგენლობის კომპიუტერული განსაზღვრა და მის საფუძველზე კვებითი და დატვირთვის რეჟიმების შემუშავება

გამაჯანსაღებელი:

  • სხვადასხვა ინტენსივობის დატვირთები: სიარული; ცურვა; აკვააერობიკა; სამეჯლისო ცეკვები; ჰაიკინგი; სავარჯიშო დანადგარები და ა.შ.
  • კოლონიკი – ნაწლავების კომპიუტერიზირებული გამორეცხვა; • იოგა

მასაჟები :

  • მოსადუნებელი ;
  • ღრმა ქსოვილების; • წერტილოვანი;
  • დეტოქს შეხვევითი;
  • სკრაბინგი;
  • ლაზერული;
  • ქაფინგი;
  • ცხელი ქვებით და სხვა.

ლიც რეზოტი გთავაზობთ შემდეგ 1 და 7 დღიან გამაჯანსაღებელ პროგრამას:

[R]

pay.ge | ლიბერთის ონლაინ გადახდების პლატფორმა განვითარების ახალ ეტაპზე Mastercard-თან ერთად გადადის

ბაკურიანის „კარი“ ღიაა! ნახეთ, როგორ მასპინძლობენ სტუმრებს