8
Jul
2019

როგორია მოგზაურობის ჟრუანტელი? – Booking.com-ის კამპანია

8 Jul 2019



მოგზაურობის წასახალისებლად, ონლაინ ჯავშნის პლატფორმამ Booking.com კამპანია წამოიწყო. ადრენალინი, მღელვარება, ჟრუანტელი – ვიდეორგოლების სერიაში ის შეგრძნებებია გადმოცემული, რაც მოგზაურობასთან ასოცირდება. კამპანია, სახელწოდებით “Live Curious” მოგზაურობისთვის დამახასიათებელ სიტუაციებს გადმოსცემს და გვიამბობს შეზღუდული შესაძლებლობის მამაკაცზე, რომელმაც Booking-ის საშუალებით, ადაპტირებული კურორტი მოძებნა, ბიჭუნაზე, რომელმაც ღრმა აუზში ისწავლა ცურვა; გოგონაზე, უდარდელად რომ დასვარა სამოსი, რაკი იცოდა – აპარტამენტებში სარეცხის მანქანა დახვდებოდა. კამპანიაზე სააგენტომ adam & eveDDB იმუშავა.

 

 

 

განხილვა