in

უყურეთ ლაივს: ISS-ზე NASA პირველ სამედიცინო ევაკუაციას ატარებს!

სულ ხომ გვეშინია სადმე ისეთ ადგილზე არ აღმოვჩნდეთ, სადაც სამედიცინო დახმარებას ვერ მივიღებთ… ახლა კი წარმოიდგინეთ, რა ხდება იმ ასტრონავტის გონებაში, რომელიც კოსმოსში ISS-ზე იმყოფება? შესაძლოა, არც არაფერი განსაკუთრებული, რადგან კოლეგების იმედი აქვს, რომლებიც სწორედ ამ წამებში ემზადებიან სამედიცინო ევაკუაციისთვის — ეს ნასას ისტორიაში პირველი შემთხვევაა!

M2
M2

4 ასტრონავტი ამერიკიდან, რუსეთიდან და იაპონიიდან, SpaceX-თან ერთად, წყნარ ოკეანეში, სან დიეგოს მახლობლად, დაეშვება. ასე კი მათი მისია 1 თვით ადრე მთავრდება. ოფიციალური წარმომადგენლები არ აცხადებენ, რომელ ასტრონავტს აქვს სამედიცინო საჭიროება, თუმცა ამ ეტაპისთვის გვეუბნებიან, რომ სტაბილურად არის და მასზე ზრუნავენ. კოსმოსიდან ჩამოფრენის გადაწყვეტილება კი დამატებითი უსაფრთხოებისთვის მიიღეს, რათა უკეთ შეფასდეს ასტრონავტის სამედიცინო მდგომარეობა და აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება.

ჩვენი ასტრონავტების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა არის და ყოველთვის იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი, — აცხადებენ ნასაში.

Crew-11-ის დაშვება დღეს, 15 იანვარს, კალიფორნიის სანაპიროსთან იგეგმება, ამ პროცესს კი თვალი ლაივში შეგიძლიათ, ადევნოთ:

5 შეცდომა Email Marketing-ში, რომლებიც მცირე ბიზნესს ზიანს აყენებს

„ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარებასა და მარკეტინგს მურთაზ ფუტკარაძე უხელმძღვანელებს