in

დღეს 3-ის ნახევარზე Odysseus მთვარეზე დაეშვება! — LIVE

თუ აქამდე ეს მხოლოდ რამდენიმე ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოს გაუკეთებია, ახლა Intuitive Machines ცდილობს, მთვარეზე დაშვება ჩვეულებრივ ამბად იქცეს კერძო სექტორისთვისაც. ხოლო, თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით განვითარდება, Odysseus-ის კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსს დღეს ჩვენი დროით 3-ის ნახევარზე (2249 GMT) შეეხება. შემდეგ კი ნასასთვის ექსპერიმენტებს ჩაატარებს, რათა ასტრონავტების დაბრუნებამდე ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი. 

M2
M2

თანაც, არც ის დაგავიწყდეთ, რომ ისინი აპოლოს მისიების შემდეგ პირველად ბრუნდებიან მთვარეზე. ამ მნიშვნელოვანი ამბის გამო კომპანია ვებგვერდზე Live ჩვენებასაც გაუშვებს. თუმცა ფრენის კონტროლერები, სავარაუდოდ, დაშვებიდან 15 წამში შეგვატყობინებს ამ ამბავს, რადგან რადიოსიგნალების დაბრუნებას დრო სჭირდება. 

ხოლო, როგორც კი ხომალდი ზედაპირს მიუახლოვდება, Odysseus გარე EagleCam-ით გადაიღებს სურათებს ლენდერის პირველ წამებში.

შეგახსენებთ, რომ SpaceX Falcon 9-ის რაკეტა 15 თებერვალს გაეშვა ახალი ე. წ. სუპერ გაციებული თხევადი მეთანისა და ჟანგბადის ძრავით, რომელიც მას დანიშნულების ადგილზე სწრაფად მისვლის შესაძლებლობას მისცემს… მისიის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას კი ბმულზე იხილავთ.

AI ავატარები თანამშრომლების ნაცვლად დაესწრებიან შეხვედრებს — Otter-ის იდეა

რა უნდა გაითვალისწინოთ პაროდიული რეკლამის შექმნისას?