მოგეხსენებათ, მსოფლიოში ათასობით სპორტია გავრცელებული და მათი გულშემატკივრების რაოდენობაც კოლოსალურია. ბუნებრივია, დიდია მათი რიცხვიც, ვინც სპორტული თუ კომერციული ინტერესის გამო რეგულარულად ეძებს სხვადასხვა მატჩის შედეგს. ამ ფაქტორმა, ციფრული ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ცოცხალი ანგარიშების (“live Scoring”) პლატფორმების შექმნას შეუწყო ხელი.
დღესდღეობით, ინტერნეტ სივრცეში უამრავი საიტია, სხვადასხვა ენაზე, სადაც მომხმარებლისთვის საინტერესო სპორტული სფეროს შესახებ სასარგებლო ინფორმაცია შეგვიძლია გავიგოთ. ეს ინდუსტრია ასევე საინტერესოა შემეცნებითი, კომერციული და მარკეტინგული თვალსაზრისითაც.

მარკეტინგული თვალსაზრისით, ცოცხალი ანგარიშების პორტალები საკმაოდ საინტერესოა სამიზნე სეგმენტის სპეციფიკით. მაგალითად, ყველაზე მასშტაბური “live scoring” საიტის ვიზიტორთა 97% მამაკაცები არიან, ხოლო მათი საშუალო ასაკი 31-ია. ვებგვერდს თვეში 12.6 მლნ უნიკალური ვიზიტორი ჰყავს (2017, ოქტ), ხოლო საიტს – 148 მლნ ნახვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი კონკრეტული ვებგვერდის მონაცემებია, პროპორცია ბევრ სხვა პორტალზეც მსგავსია, რაც ამ ტიპის პლატფორმებს, სპორტული თუ აზარტული სფეროს მარკეტერებისთვის საინტერესოს ხდის.

ცოცხალი ანგარიშების ხშირი მომხმარებლები არიან სპორტ ბეთინგის მოყვარულებიც, რომლებიც ფსონის დასადებად იყენებენ პლატფორმას.
ცოცხალი ანგარიშების პორტალების კომერციული ინტერესი ბანერების გაყიდვაა, რაც ბევრი გემბლინგ და სპორტთან დაკავშირებული კომპანიისთვისაა ხელსაყრელი.
კვლევების თანახმად, საქართველოდან უცხოურ ცოცხალი საიტებს თვეში 200-300 ათასი ვიზიტორი სტუმრობს, ყოველთვიურად. იუზერები საიტზე დაახლოებით 10 წუთს ჩერდებიან და ათვალიერებენ 8 გვერდზე მეტს.
როგორც ვიცით, ქართველი მარკეტერები ძალიან აქტიურად იყენებენ საერთაშორისო საიტების (Facebook და Google) სარეკლამო სივრცეს, თუმცა, აშკარაა, რომ ამ სიას თამამად შეიძლება დაემატოს ცოცხალი ანგარიშების საიტებიც, სადაც არაერთი ქართული კომპანიის რეკლამას წააწყდებით.












