in

ამერიკა – ეს მხოლოდ დასაწყისია…

წარმოგიდგენია ბიზნესი ციფრული სამყაროს გარეშე? პასუხი უკვე ვიცით – არა.

უფრო მეტიც, 21-ე საუკუნეში შეუძლებელიც კია გაციფრულების გარეშე არსებობა.

შეიძლება გაოცდე, თუ გეტყვი, რომ კოვიდ პანდემიიდან უკვე 4 წელი გავიდა, მაგრამ გუშინდელი დღესავით გვახსოვს – ციფრული სამყაროს როლი, ასეთ რთულ და მოულოდნელ პერიოდში.

სწორედ ციფრულმა სამყარომ გადაარჩინა ახალი, თუ უკვე არსებული ბიზნესები და შესაძლოა მთლიანად კაცობრიობაც.

კომპანიებმა, რომლის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფაც იდეალურად მუშაობდა – გაზარდეს გაყიდვები.

თუმცა, კოვიდზე ვსაუბრობთ ახლა?

პასუხი ისევ ვიცით – არა.

ჩვენ ახლა ციფრული სამყაროს მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, რომლის გარეშეც მინიმუმ, ამ სტატიას ვერ წაიკითხავდით.

არსებობენ კომპანიები რომლებიც იზრუნებენ შენი ბიზნესის ციფრულ სიჯანსაღეზე?

რამდენიც გინდა.

მაგრამ აბა, Live Support-ს შეხედეთ:

-მრავალფეროვანი სერვისები;

-ინდივიდუალური მიდგომა ბიზნესთან;

-IT ინფრასტრუქტურის აუთსორსინგი;

-IT აუდიტი და კონსალტინგი;

-კიბერ უსაფრთხოება;

-ქლაუდ სერვისები.

მოდი, დავაზუსტოთ, რომ მეორე პუნქტი არ შეგვეშალა, მართლა ეგრე წერია.

ნებისმიერი სერვისი ინდივიდუალურად მოერგება თქვენს კომპანიას.

ისევე, როგორც მის 100-მდე მომხმარებელს და ათეულობით წამყვან პარტნიორს მსოფლიოს მასშტაბით.
(მათ შორის არიან – Microsoft, Google, Amazon, Oracle)

გამოცდილების დაგროვება 2000 წლიდან დაიწყო და 2016 წელს დაარსდა – Live Support-ი

კომპანიას მიღებული აქვს შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის, საერთაშორისო ჯილდო “Leader of the year 2023”

და რა უნდა იყოს ასეთი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ის რაც მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა:

– სწორად შერჩეული გუნდის წევრები

ეს არის პირველი ნაბიჯი;

– ხარისხზე ორიენტირება

ეს კი სწორი მიდგომაა მომხმარებელთან, რადგან ხარისხი არის ის, რასაც მოაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი – ნდობა.

შეიძლება არ იცი, მაგრამ გეტყვი – Live Support-ი გჭირდება მაშინაც, როდესაც რიგში დგახარ, როდესაც თანამშრომლების აღრიცხვას ვერ ახერხებ და მოკლედ – როდესაც ხარ ქაოსში.

ამ ყველაფრის სისტემური მოწესრიგება სულ მარტივად შეიძლება ერთი სიტყვით – გაციფრულებით.

მნიშვნელობა არ აქვს ამ სტატიას რომელ დღეს, ან რომელ საათზე კითხულობ – 24/7-ზე, ნებისმიერ დროს შეგიძლია დაკავშირება.

რადგან ამ საუკუნეში ჩვენ – ლოდინის დრო არ გვაქვს.

ამიტომ, დისტანციურად 5 წუთში მოგვარდება შენი პრობლემა.

ადგილზე მისვლით კი მაქსიმუმ 1 საათში.

Live Support-ი მარტო საქართველოს კი არა, ამერიკასაც აციფრულებს და კალიფორნიაში, რამოდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობს.

რატომ ამერიკა?

ეს არის ინოვაცების ცენტრი მთელ სამყაროში, სადაც ყოველ წამს იგრძნობა პროგრესი, განვითარება და მომავლისკენ სწრაფვა.

ამერიკა არის პროფესიონალი ადამიანების ერთობა უდიდესი გამოცდილებით და შესაძლებლობებით.

აქ დაგხვდებათ კონკურენტუნარიანი და მრავალფეროვანი ბაზარი და ჩვენ – აქაც ვართ!

თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია… შემდეგი ნაბიჯი არის ევროპა და ასე ყოველდღიური წინსვლით ჩვენი კომპანია იმკვიდრებს თავს თანამედროვე და ძალიან საინტერესო სამყაროში.

თუ შენ ისევ ფიქრობ სჭირდება თუ არა შენს ბიზნესს Live Support-ი, მაშინ შენთან ერთი კითხვა მაქვს სტატიის დასაწყისში.

[R]

როგორ შეცვალა „გლობალ ავტო იმპორტმა“ საავტომობილო იმპორტისა და მომსახურების სფერო საქართველოში

Nvidia მომხმარებლებს AI ექთნების სერვისს სთავაზობს