ლივერპულმა ვიზუალურ იდენტობაში მცირე ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა, მითიური ფრინველი კი ახალი იდენტობის შთაგონებად იქცა. ამგვარად, ახლა მას უფრო ხშირად ვიხილავთ ბრენდირებულ მასალებში… ლივერპულის წითელი ფერთა პალიტრა ფაქტობრივად ხელშეუხებელი დარჩა, თუმცა, გვეუბნებიან, რომ მცირე ცვლილებები აქაც შეიტანეს.
თუ კლუბის მიერ გამოქვეყნებულ გრაფიკებს დავაკვირდებით, ტიპოგრაფია მარკეტინგსა თუ სოციალურ მედიაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ამაზე მოწმობს ორი ახალი შრიფტიც: LFC Serif წაგრძელებული ფორმებით და LFC Sans-ის შრიფტი, მეტად ფუნქციური დანიშნულებით.
„ახლა კლუბის ყველა სივრცეში თანმიმდევრული ვიზუალი და შეგრძნება გვაქვს, დაწყებული საცალო ვაჭრობით და დამთავრებული LFC Foundation-ით. ამის გაკეთება ისტორიის გაცნობიერებით შევძელით და იმის გარანტიით, რომ იდეალურად ვართ წარმოჩენილი როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ სამყაროში“, — აცხადებს დრიუ კრისპი, ვიცე-პრეზიდენტი.
განახლებული ვიზუალური იდენტობის ამბავს კი Liverpool FC პატარა ვიდეოთი გვიყვება: