ინგლისურმა გრანდმა, საფეხბურთო კლუბმა „ლივერპულმა“, გულშემატკივარს Battle Royale game-თან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ ოფიციალურად აცნობა. კონტრაქტის მიხედვით პოპულარულ თამაშში, რომლესაც ყოველდღიურად მილიონობით გეიმერი თამაშობს, „ლივერპულის“ ბრენდინგით გაფორმებული სხვადასხვა სათამაშო აქსესუარები და აღჭურვილობები გამოჩნდება. საუბარია იარაღებზე, ზურგჩანთებზე, პარაშუტებზე და ა.შ. ყველაფერზე რაც თამაშის პროცესში აქტიურად გამოიყენება. ასევე იქნება სპეციალური უნიფორმები, რომელიც ინგლისური კლუბის ლოგოტიპით და ფერებით იქნება გაფორმებული.
მსგავს დიდ თამაშში კლუბის ინტეგრაციის პიონერობით მერსესაიდელები თავს იწონებენ და თვლიან რომ ეს ინოვაცია მათ გულშემატკივრებთან კიდევ უფრო დაახლოვებთ.
„ საინტერესო ნაბიჯი გადავგდით, ციფრულ ეპოქაში ვცოვრობთ და ნებისმიერი მსგავსი გამოწვევა ჩვენთვის მიმზიდველია. თამაშში უამრავი ადამიანია გაერთიანებული, იქ ჩვენი ბევრი ფანი და გულშემატკივარია, გვინდოდა მათთვის ერთგულების სანაცვლოდ მსგავსი ჟესტი გაგვეკეთებინა, ასევე ეს ხელს შეუწყობს გულშემატკივართან უფრო ახლოს მისვლას და მარკეტინგულად ჩვენი ბრენდის ზრდას „ – ამბობს ლივერპულის მარკეტინგის მენეჯერი ჯეიმს მერდოუ.
თავად თამაშის შემქმნელ კომპანიაში ახალი პარტნიორით ბედნიერები არიან და ამბობენ რომ ეს თანამშრომლობა ორივე მხარეს ძალიან წაადგება.
„ ლივერპულის მსგავსად ჩვენც დიდი მოლოდინები გვაქვს, ვთვლი რომ ამ თანამშრომლობით ორივე მხარე ძალიან ბევრ პოზიტიურ მომენტს ნახავს. თამაშში საფეხბურთო გრანდი გამოჩნდება, ჩვენ კი ასეთ დიდ კლუბთან დამეგობრობის პერსპექტივა თავიდანვე ძალიან მოგვეწონა, მოთამაშეებს ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებს“ – ამბობს თამაშის მარკეტინგის გუნდის წევრი ლეონ ბარტელი.
ლივერპულის ინტეგრაცია თამაშში 12 ნოემბერს მოხდება.