რას ნიშნავს ცხოვრებაში გამარჯვება? ოლიმპიური მედალი? მედლები? აღიარება? დიდება? თუ უბრალოდ თავისუფალი, შეუზღუდავი და რაც მთავარია, უსაფრთხო სიცოცხლის უფლება? მანამ, სანამ ნავარჯიშები სპორტსმენები 2024 წელს პარიზში ოქროს მედლისთვის იასპარეზებენ, თანაც მთელი მსოფლიოსა და მასმედიის ყურადღება მათკენ იქნება მიმართული, სადღაც შორს, საომარი მოქმედებების ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებული პირები კვლავ თავიანთი სიცოცხლისთვის იბრძოლებენ. თუ ოლიმპიადაში მონაწილე ადამიანებისთვის წარმატებული გარბენი ან მოკლე დროში გადაცურული დიდი მანძილია გამარჯვება, კამერებს მიღმა, შორს მყოფი ადამიანებისთვის, ყოველი ახალი გათენებული დღე იქნება ოქროს მედალიც და დიდი მიღწევაც. სწორედ ამ მძიმე და თავდაუზოგავი ბრძოლისთვის, იძულებით გადაადგილებული თითოეული პირი იმსახურებს გვერდში დგომას და უბრალოდ, სულ მცირედ ყურადღებას მაინც. ზუსტად ამ მიზანს ემსახურება ორგანიზაცია La Cimade-ის პრინტ კამპანია.
რა არის ნამდვილი გამარჯვება, ოლიმპიური მედალი თუ სიცოცხლის შენარჩუნება? – პრინტ კამპანია #LivingIsWinning
