in

„რთულია მოგბეზრდეს პროფესია, რომელშიც „გზად და ხიდად” ხარ ბრენდსა და მომხმარებელს შორის“ – ლიზი ნოზაძე – IT Academy STEP Georgia

გრაფიკული დიზაინი 21- საუკუნის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, თუმცა მისი ისტორია ბევრად ადრე იწყება. ტერმინიგრაფიკული დიზაინიჯერ კიდევ 1922 წელს გამოიყენეს და მას შემდეგ მისი განმარტება დიდად არ შეცვლილა.

ყველა თანხმდება, რომ გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციის ფორმაა, რომლისთვისაც შემოქმედებითობა და ისტორიის მხატვრულად თხრობა არის საჭირო. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს გრაფიკული დიზაინერი სპეციალური კომპიუტერული პროგრამების ცოდნის გარეშე ვერ გახდები. სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ გრაფიკული დიზაინი ერთერთი საუკეთესო ციფრული პროფესიაა

მაგრამ, როგორ დავიწყოთ? ახალი პროფესიის შესწავლისას პირველი ნაბიჯების გადადგმა ყველაზე რთულია. დღეს თავის ისტორიას IT Academy STEP Georgia- გრაფიკისა და დიზაინის კურსდამთავრებული, Adobe-ის რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილელიზი ნოზაძე გვიზიარებს:

ლიზიმ გრაფიკისა და დიზაინის შესწავლა 2 წლის წინ გადაწყვიტა, მაშინ, როდესაც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. გრაფიკული დიზაინის მიმართ ინტერესი ყოველთვის გააჩნდა – „გრაფიკული დიზაინი იმიტომ ავირჩიე, რომ ეს ჩემთვისჩემი თავისა და სათქმელის კრეატიულად გამოხატვის საუკეთესო გზად მიმაჩნდა. ახლაც ასეაამ პროფესიაში ერთ ადგილას არასდროს ჩერდები, ყოველთვის სიახლის ძიებაში ხარ, არასდროს იწყენ და არცერთი დღე არ ჰგავს წინას“. სწორედ ამიტომ, ერთ დღესაც აკადემიური შვებულება აიღო და ახალი პროფესიის შესწავლას შეუდგა.

კურსის შერჩევისას მან რამდენიმე კრიტერიუმს მიანიჭა უპირატესობა

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პროგრამა არ ყოფილიყო ზედმეტად მოკლე ან ხანგრძლივი და გრაფიკული დიზაინი ძირფესვიანად შემესწავლა (2D, 3D, Motion დიზაინი, UI/UX და სხვა). ამასთან ერთად, ყურადღება მივაქციე ყოფილი სტუდენტების გამოცდილებას და სასწავლო გარემოს“. სწორედ ეს გახდა ლიზის STEP-ში მოსვლის მიზეზი: სტეპის ვებგვერდზე ნაჩვენები იყო გრაფიკისა და დიზაინის სტუდენტების ნამუშევრები, რამაც ყველაზე მეტად მიმიზიდა. ამასთან ერთად, მომეწონა სტეპის უცხო და ლამაზი გარემო, ინტერიერი. ყველა დეტალს ეტყობოდა ზრუნვა და გემოვნება. ეს გარემო იყო კონტრასტული სკოლასა და უნივერსიტეტთან შედარებით.“

ახალი პროფესიის დაუფლებას თან ახლდა გამოწვევებიც, რომლებთანაც გამკლავებაში ლიზას ყველაზე მეტად STEP-ის ლექტორი დაეხმარა:

 ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ ის იყო, რომ ხატვა ისე არ მეხერხებოდა, როგორც მინდოდა. ვფიქრობდი, რომ რამდენიც არ უნდა მესწავლა, სხვებს ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებოდი. ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ჩემი ლექტორი დამეხმარა. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც გაქვს ხატვის უნარი, მაგრამ ახლა მჯერა რომ ყველაფრის სწავლა შეიძლება. მთავარია გქონდეს მოტივაცია, ხედვა და მოხვდე სწორ ადგილას. ზუსტად ასეთი გარემო შეგვიქმნა ლექტორმა და დიზაინი კიდევ უფრო შემაყვარა.“

სწავლის პროცესი ლიზისთვის ნაყოფიერი გამოდგა. IT Academy STEP Georgia ყოველწლიურად ატარებს შიდა კრეათონს, რომელშიც დიზაინის ყველა სტუდენტი მონაწილეობს. 2022 წლის კრეათონი გამარჯვებული კი ლიზი გახდა. მას საღეჭი რეზინის კომპანიისთვის უნდა შეექმნა ბრენდბუქი, რომელიც  ადამიანებში 90-იანი წლების ნოსტალგიას გააღვიძებდა:

შეფუთვას კასეტის ვიზუალი აქვს, ხოლო ყველა გემოს ჩემებური სახელი დავარქვირაც ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება. (მაგალითად, პიტნის ნაცვლად, „ზამთრის პირველ თოვლში გაკეთებული ანგელოზის გემოდა .). პროცესში  შეფუთვებიც კი დავბეჭდე და სურათები გადავიღე. ახლა ძალიან მინდა, რომ ოდესმე ეს კონცეფცია რეალობად იქცეს.“  აკადემიაში მიღწეული წარმატების შემდეგ, ლიზის სწავლა სრულიად დაუფინანსდა. როგორც თვითონ იხსენებს, ეს კიდევ ერთი მამოტივირებელი ფაქტორი იყო ახალი პროფესიის შესწავლის პროცესში.

წელს საქართველოში პირველად, აკადემია STEP-ის თანაორგანიზების Adobe-ის ჩემპიონატი ჩატარდა. ფინალში გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებმაც საქართველოს სახელით აშშში, Adobe- სერტიფიცირებულ პროფესიონალთა ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულთა შორის ლიზი ნოზაძეც იყო

მსოფლიო ჩემპიონატი აშშში, ორლანდოში ჩატარდა. ეს იყო ლამაზი და საინტერესო თავგადასავალი, რომელმაც იმ სამყაროში შებიჯების საშუალება მომცა, რომელში მოხვედრაც ყოველთვის მინდოდა. ამ ჩემპიონატში მონაწილეობის დამსახურებაა, რომ ახლა უფრო ფართო თვალთახედვის არეალი მაქვს, მიზნები და პერსპექტივა კიუფრო დიდი“. 

ჩემპიონატში მიღწეული წარმატების შემდეგ, ლიზიმ უკვე რამდენიმე კომპანიასთან ითანამშრომლა. ახლაც ისეთი პროექტის შერჩევას აპირებს, რომელიც მის მიზნებთან ყველაზე ახლოსაა. ფიქრობს, რომ გრაფიკული დიზაინი მომავლის პროფესიაა, რომლის მობეზრებაც შეუძლებელია

რთულია მოგბეზრდეს პროფესია, რომელშიცგზად და ხიდადხარ ბრენდსა და მომხმარებელს შორის, ქმნი ემოციურ კავშირს, ეხმარები ბიზნეს იყო გამორჩეული და უნიკალური კვალი დატოვოს სამყაროში“.

ახალ პროფესიაზე საუბარი ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების გარეშე წარმოუდგენელია. ბევრი მიიჩნევს, რომ AI მომავალში მრავალ პროფესიას შეითავსებს და გრაფიკული დიზაინიც ერთერთი მათგანი იქნება. თუმცა გრაფიკულ დიზაინერთა დიდი ნაწილი ამას არ ეთანხმება:  „დიზაინერები ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღე იყენებენ პროდუქტიულობის გასაზრდელად. AI ნაკლებად არის საფრთხე და უფრო მეტად დამხმარე საშუალება, რომლითაც საქმეს უფრო სწრაფად და ეფექტურად ვასრულებთ. დიზაინერი იმისთვის არსებობს, რომ ბრენდის ხასიათი და ღირებულებები სწორად ამოიცნოს, ამის შედეგად კი ახალი პროდუქტი შექმნა. ჯერჯერობით ხელოვნურ ინტელექტს ეს არ შეუძლია“.

ბოლო წლებია გრაფიკული დიზაინის მიმართულება დიდი პოპულარულობით სარგებლობს საქართველოშიც. განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ქართველ დიზაინერებზე როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. IT აკადემია STEP-, რომელიც 1999 წლიდან IT განათლების სფეროს ლიდერი ბრენდია, გრაფიკა და დიზაინის რამდენიმე კურსს გვთავაზობს:

  • გრაფიკა და დიზაინი (18 წლიდან)
  • გრაფიკა და დიზაინი სკოლის პარალელურად (14 – 17 წელი)
  • სარეკლამო (ბრენდის) დიზაინი (15 წლიდან)
  • UI/UX დიზაინი (15 წლიდან)

კურსების განმავლობაში STEP-ის სტუდენტები 0-დან შეისწავლიან Adobe-ის პროგრამების გამოყენებას, 2D ილუსტრაციების შექმნას, ციფრულ ხატვას, კომპანიის ბრენდისა და პროდუქტის დიზაინის შექმნას, UI/UX დიზაინს, მოძრავი ვიზუალების შექმნას და ხმის დიზაინს. კურსის გავლის შემდეგ, აკადემია სტუდენტებს Adobe-ის საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებაში ეხმარება, რაც მათ აძლევს საშუალებას დასაქმდნენ ქართულ და გლობალურ ბაზარზე.

ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ ამ პროფესიის შესწავლაზე, ვურჩევდი, რომ არ შეეშინდეთ კონკურენციის, რადგან ყველა საჭირო უნარის გამომუშავება არის შესაძლებელი. შეიძლება საკუთარი შესაძლებლობების არ გჯეროდეს, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდ ხანს არ გრძელდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ პროფესიონალურ და ყურადღებიან გარემოში ხვდები, სადაცშეცდომების დაშვება მოსულადა შენს იდეებს არავინ ზღუდავს“.

თუ გსურს იყო მოთხოვნადი პროფესიონალი და თუ კრეატიულობა შენი ძლიერი მხარეა, გრაფიკა და დიზაინიყველაზე შემოქმედებითი კურსია, შენი გარანტირებული მომავლისთვის!

დარეგისტრირდი მარტივად, შემოუერთდი სტეპერების დიდ ოჯახს, განვითარდი და განავითარე შენი კარიერა გლობალურად: https://itstep.info/all-course

[პარტნიორის კონტენტი]

მწერლები, რომლებმაც ირეალური სამყაროები გამოიგონეს

რა უნდა ვიცოდეთ წყლის ფილტრების შესახებ