ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთ რკინიგზის ოპერატორმა LNER, კრეატიულ სააგენტო Anomaly-სთან თანამშრომლობით კამპანია წამოიწყო. ინტეგრირებული კამპანია მოულოდნელ სიმბოლოთა სერიას ასახავს. აქ არიან მეგობრები, ტყუპები, ცხვრები, რომაელი ჯარისკაცები, კეისარი და ა.შ. ასე LNER დროში მოგზაურობის განცდას გვიჩენს, ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ქმნის თითოეული მგზავრი ბრენდს და ასევე, რამდენად მრავალფეროვანი მარშრუტები აქვს კომპანიას. კამპანია This is our LNER-ის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლის მიხედვით, თითოელ პერსონაჟს აერთიანებს ის, რომ მატარებელს ისინი სახლში მიყავს.