in

სესხი მეგობარი ავტომობილისაგან – „ფინკა ბანკის“ ახალი კამპანია

„ფინკა ბანკი“ მომხმარებლებს ახალ პროდუქტს, ავტოსესხს სთავაზობს. მომსახურების წარსადგენად, მათ, სპეციალური კამპანია დაიწყეს, რომლის მთავარი გზავნილია „მიიღე ავტოსესხი მეგობარი ავტომობილისაგან“. „კამპანიის მთავარი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი 2 ვიდეორგოლია, სადაც „ფინკა ბანკის“ წარმომადგენლების თქმით, განსხვავებულად არის ასახული ურთიერთობა ავტომანქანის მფლობელსა და მის მეგობარ ავტომანქანას შორის. როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებელს წინ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა ელოდება.

BOG
BOG

კომპანიის მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ესებუა ამბობს, რომ მთავარი მიზანი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სესხის მომხმარებლებისათვის კრეატიულად წარდგენა იყო.

„ფინკა ბანკის“ მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ესებუა

„როდესაც თანხა სწრაფად გჭირდება, პირველ რიგში, ხომ უახლოეს მეგობარს მიმართავ?! მეგობარს, რომელიც უსიტყვოდ ხვდება შენს სურვილს და რომლის მხარდაჭერისა და გვერდში დგომის იმედი მუდამ გაქვს. ავტომანქანაც ხომ მეგობარია: შენ მასზე ზრუნავ და ისიც ყოველთვის მზადაა, გასესხოს ფული“, – ამბობს მარიამ ესებუა.

პროექტზე „ფინკა ბანკის“ გუნდმა კომპანია Inspiration Marketing-თან ერთად იმუშავა.

Credits:

შემოქმედებითი ხელმძღვანელი: Leonard Griffin

რეჟისორი: გიორგი ოკმელაშვილი

დამდგმელი ოპერატორი: გოგა დევდარიანი

აღმასრულებელი პროდიუსერი: თამი მორჩილაძე

კასტინგი: თინათინ ხიზანიშვილი

პროდაქშენ დიზაინერი: თეკლა ბერძენიშვილი

[R]

ბრიტანული ბრენდი Superdry „გალერია თბილისში“

სარეკლამო ფესტივალზე White Square განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა