in

იპოთეკურ სესხებზე რეგულაციები შემსუბუქდა

იპოთეკური სესხების გაცემის რეგულაციები შემსუბუქდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკში ადასტურებენ. საქართველოს საბანკო ასოციაციის, მისი წევრი საბანკო დაწესებულებების და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მუშაობის შედეგად, კომერციული ბანკები ლარში იპოთეკური სესხებისათვის ახალი პროდუქტების შემუშავებას იწყებენ.

კერძოდ, ლარით იპოთეკური სესხების გაცემისას, მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილეობის პირობებში, კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდელებით შეაფასებენ.

როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციაში ამბობენ, ამ პროდუქტების დანერგვა ხელს შეუწყობს იპოთეკური პროდუქტების დივერსიფიკაციას, მათ შორის იპოთეკური სესხების გაცემას მშენებარე პროექტებისთვის.

„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ფარგლებში, მიღებული რეგულაციის ამოქმედებიდან პირველი თვეების განმავლობაში საბანკო სისტემა ფოკუსირებული იყო რეგულაციების სისტემურად სწორ ასახვაზე, მომხმარებლებამდე ზიანის გარეშე მიტანასა და ბაზრის ქცევის დაკვირვებაზე. ამ პროცესის გავლის შემდეგ, საბანკო სისტემას შესაძლებლობა აქვს, ახალ ეტაპზე გადავიდეს და უფრო ეფექტიანად უზრუნველყოს მსესხებლის შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასება და ასევე, განახლებული ჯანსაღი იპოთეკური პროდუქტები შესთავაზონ მომხმარებლებს”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

„ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები კი 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდა.

IKEA, ბრიტანეთში, ბიუჯეტური საცხოვრებელი სახლების წარმოებას იწყებს

არნოლდ შვარცნეგერი დაბრუნდა და ავტოსალონის კლიენტებს ტროლავს