12 ოქტომბერს 16:00 საათზე ცნობილი სლოვაკი ექსტრემალი ველომრბოლელი სამთო დაშვებაში (დაუნჰილერი) ფილიპ პოლკი (Filip Polc) მთაწმინდის პარკიდან მამა დავითის ეკლესიამდე ველოსიპედით დაეშვა!
ქართველი დაუნჰილერები შეეცადნენ მისი შედეგის გამეორებას, პირობის თანახმად ის ქართველი სპორტსმენი, რომელიც ფილიპ პოლკს დაეწეოდა ან მასზე უკეთეს შედეგს აჩვენებდა, ხდებოდა – LOCAL HERO და იგებდა ფულად პრიზს! ღონისძიებაში სულ 20 მონაწილე იყო!
სამწუხაროდ ფილიპის დამარცხება ვერ მოხერხდა, შედეგები კი ასე გამოიყურება:
საუკეთესო დრო
ფილიპ პოლკი – 2.10.381
გამარჯვებულები!
1. ლუკა ელოშვილი – 2.12.563
2. გიორგი ჩიტაიშვილი – 2.22.107
3. გუგა დვალი – 2.25.928

Alexander Bagration-Davidoff