in

ახალი ტექნოლოგია თვითმართვად მანქანებს მიწისქვეშ ხედვის საშუალებას მისცემს

veon
veon

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც თვითმართვად მანქანებს მიწისქვეშ, გზის საფარიდან 1.8 მეტრის სიღრმეზე ხედვის საშუალებას მისცემს. იდეის მიხედვით, მიუხედავად გზაზე არსებული ცუდი ხილვადობისა, თოვლის საფარისა თუ სხვა დაბრკოლებისა, ამ გზით მანქანები დანამდვილებით შეძლებენ იმაში გარკვევას, თუ სად იმყოფებიან და რამდენად სანდო გზაზე მოძრაობენ.

თვითმართვადი მანქანების უკვე არსებული თაობა, გზებზე გადაადგილებისას ხედვის კუთხით, კამერებსა და სინათლის დეტექტორ სენსორებს ეყრდნობა, თუმცა, როგორც კი თოვა იწყება, ან ნისლი ჩამოწვება და საგზაო ნიშნებსაც ფარავს, მანქანას ძალიან ურთულდება იმის ზუსტი გარკვევა, თუ სად იმყოფება, ან საით უნდა განაგრძოს სვლა.

MIT-ის კომპიუტერული მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში, ამ პრობლემის გადასაჭრელად, შექმნეს სისტემა, რომელსაც LGPR-ს (Localizing Ground Penetrating Radar) უწოდებენ. მისი დახმარებით, თვითმართვადი მანქანა რეალურ დროში ადგენს მის ბორბლებქვეშ არსებული მიწისა და გზის ზედაპირის რუკას, რითაც გადაადგილება მეტად უსაფრთხო და მიზნისმიერი ხდება.

24 თებერვალს გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელსაც ზემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ, მკვლევართა გუნდმა გვაჩვენა, თუ როგორ მუშაობს სისტემა იმ შემთხვევაში, როცა გზა თოვლითაა დაფარული.

ნინო ხარატიშვილი Booker-ის პრემიის გრძელ სიაშია

კითხვები, რომლებსაც სამსახურიდან წამოსვლამდე უნდა უპასუხოთ