in

ლოქსიტანის ახალი წლის კოლექცია ცნობილმა ინგლისელმა ილუსტრატორმა, სტივენ უილსონმა, შექმნა

ახალი წელი ჯადოსნურ ემოციებსა და ბედნიერების განცდასთან ასოცირდება. ეს შეგრძნებები წელს ფრანგულმა ბრენდმა L’Occitane-მა კიდევ უფრო აღმატებით ხარისხში აიყვანა და მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, თავის მომხმარებელს გამორჩეულად ფერადი საახალწლო ლიმიტირებული კოლექცია შესთავაზა. სურნელოვანი პროდუქცია თავიდან ბოლომდე გაჯერებულია სადღესასწაულო ესთეტიკითა და მაგიური ბედნიერების ელემენტებით.

ლოქსიტანის გუნდმა ძალიან დიდი შრომა გაწია, რათა ბრენდის საახალწლო განწყობა თავბრუდამხვევი ყოფილიყო. შეუძლებელია, არ მოიხიბლოთ ლიმიტირებული კოლექციის ფერადი ილუსტრაციებით, რომლებზეც 70-იანი წლების ბრჭყვიალა ეპოქის გავლენით, ცნობილმა ინგლისელმა ილუსტრატორმა, სტივენ უილსონმა იმუშავა. პროვანსული ბრენდი სწორედ ამ გიჟური ეპოქის დროს შეიქმნა და ათწლეულების შემდეგ, ისევ ამ ემოციებს განიცდის.

ლოქსიტანის მთავარი სადღესასწაულო მესიჯი ლაღი, ყოვლისმომცველი მხიარულება და ერთად ყოფნის დიდი  ბედნიერებაა. შედეგად, ახალი წლის ჯადოსნურ პერიოდში ყოველთვის ცდილობს, ხელი შეუწყოს სილამაზისა და ბედნიერების გაჩუქებას. სწორედ ამიტომ, ლოქსიტანის სურნელოვან ბუტიკებში საახალწლო შეთავაზებები, 30%-იანი ფასდაკლება სამივე მაღაზიაში, მათ შორის ონლაინ ბუტიკში უკვე დაიწყო. 

საყვარელი ადამიანების გახარება ბრენდს უბადლოდ გამოსდის  და სასაჩუქრე ნაკრებების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, მათ შორის საშობაო კალენდრებს, გამორჩეულ პარფიუმს, სურნელოვან დეკორაციებსა და კორპორატიულ შეთავაზებას, რომელიც საჩუქრების შერჩევის პროცესს გაცილებით იოლს გახდის.

ხოლო ყვითელი ბოქსები, რითაც ცნობილია ბრენდი მთელ მსოფლიოში, დღესაც ყველაზე გამორჩეული და სასურველი საჩუქარია. საახალწლო საჩუქრების დაკომპლექტებას ახლა უკვე ფერად ბოქსებშიც შეძლებთ, ნებისმიერი სქესის, ასაკისა და ბიუჯეტის მიხედვით. პრემიუმ ბოქსები კი სიახლეა ლოქსიტანში და შექმნილია იმისთვის, რომ იზრუნოთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების მარადიულ სილამაზეზე, აჩუქოთ ის, რაც ბრენდისთვის ყველაზე ძვირფასია; ეს ლოქსიტანის „უკვდავას ხაზის“ სახის მოვლის პროდუქციაა. სულ პირველად სწორედ ლოქსიტანმა აღმოაჩინა ამ გამორჩეული ყვითელი ყვავილის საიდუმლო და განსაკუთრებული სიამაყით გამოყოფს პროდუქციას, რომელიც  ღვთაებრივ უკვდავას შეიცვას. საფრანგეთში მას მარადიული ახალგაზრდობის ელექსირს უწოდებენ, რადგან შექმნილია ქალბატონების მარადიული სილამაზისთვის. ლოქსიტანი  გთავაზობთ დაბერების პირველი ნიშნებთან ბრძოლისთვის უკვდავას სრულ სერიას , რომელიც სამივე ბუტიკში წარმოდგენილია სამი განსხვავებული ხაზით. სამივე ხაზი სავსეა უკვდავას სასარგებლო ინგრედიენტებით და განკუთვნილია ყველა ტიპისა და ასაკის კანისთვის. მისი გამორჩეული სახის შრატები და კრემები მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი ჯადოსნური თვისებებით. თითოეული პროდუქტი 600-მდე უკვდავას ყვავილს შეიცავს.

თუ გაახალგაზრდავება სწორედ ახალი წლის წინ გადაწყვიტეთ ან გსურთ აჩუქოთ „მარადიული სილამაზე“, ეწვიეთ ლოქსიტანის ბუტიკებს და ღრმად ჩაისუნთქეთ საახალწლო საჩუქრების მაგიური არომატი, რადგან ლოქსიტანში სპეციალური შეთავაზება მთელი საახალწლო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.

[R]

„ყველაფერს სანტას ვერ სთხოვ“ — დომინოს საახალწლო კამპანია

„მუდმივად ვცდილობ, საკუთარ თავში ახალი ჰობების, ინტერესების აღმოჩენას და სიამოვნებით ვიღებ იმ თავგადასავლებს, რომლებსაც ცხოვრება სხვადასხვა ეტაპზე მთავაზობს“ – გაიცანი Upgaming-ის Senior Software დეველოპერი