in

„ლოქსიტანი პროვანსიდან“ – „გალერია თბილისში“ ახალი კონცეფციის სილამაზის ბუტიკი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოს ტოპ-10 სივრცეს შორის უკვე დასახელდა

ახალი სივრცე ქალაქის შუაგულში და ახალი გზავნილები სილამაზის შესახებ – „ლოქსიტანის“ რიგით მესამე სილამაზის ბუტიკი „გალერია თბილისში“ გრანდიოზულად გაიხსნა. ყვითელი ლენტი „ლოქსიტანის“ ახალი ლოგოთი, როგორც ახალი დასაწყისის სიმბოლო, გაჭრეს ნიკოლოზ  ცინცაძემ, გალერია თბილისის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი მაქაცარიამ, „ლოქსიტანის“ ბრენდ ამბასადორმა, ეკატერინე ნაყოფიამ „ლოქსიტანის“ ბრენდის განვითარების მენეჯერმა და საქართველოში „ლოქსიტანის“ წარმომადგენლობის გენერალურმა დირექტორმა ლიკა ლობჟანიძემ.

„ლოქსიტანის“ ახალი სილამაზის ბუტიკი სრულიად პასუხობს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტებს და უფრო მეტიც, ის ერთ-ერთი პირველია მსოფლიოს იმ 3600 ბუტიკიდან, სადაც ახალი კონცეფცია დაინერგა. სიახლეები  შემუშავებულია, როგორც განახლებულ პროდუქციაში, ასევე ვიზუალურ ნაწილშიც: განსხვავებული ინტერიერი, ეკო-დიზაინი და რაც მთავარია, ავთენტური გამოცდილება, რომელიც პროვანსის სურნელებასა და ტექსტურებში გამოიხატება. 

„ლოქსიტანის“ ახალი ფილიალის გახსნაზე, ახალი პროდუტების პრეზენტაციაც გაიმართა. „ლოქსიტანმა“ ახალი, ჰარმონიული უკვდავას ხაზი წარმოადგინა, რომელშიც ორი პრემიუმ კატეგორიის პროდუქტია გაერთიანებული, სახის კრემი და შრატი. ორივე პროდუქტი გამდიდრებულია უკვდავას ეთერზეთით, წითელი წყალმცენარეების ექსტრაქტითა და პეპტიდებით. ეს უნიკალური კობინაცია, ეფექტურად ებრძვის დაბერების 9 ნიშანს. 

კიდევ ერთი სურნელოვანი სიახლე, ლოქსიტანის ახალი პარფიუმი Cherry Blossom-ია. უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდი 200-ზე მეტი სურნელს აერთიანებს და ქალისა და მამაკაცის, პრემიალურ ხაზს წარმოადგენს.

„ლოქსიტანის“ ახალი ფილიალის გახსნაზე 200-ზე მეტი სტუმარი შეიკრიბა – მედიასივრცე, ინფლუენსერები, ბრენდის პარტნიორები, ლოიალური და ერთგული მომხმარებელები და უბრალოდ, სილამაზის მოყვარულები – ყველა მათგანს „ლოქსიტანისგან“ სიყვარულით შერჩეული საჩუქრები დაურიგდა. გახსნის ღონისძიება განსაკუთრებით მოექცა ყურადღების ცენტრში „ლოქსიტანისთვის“ დამახასიათებელი ყვავილებიანი დეკორაციებით, რაც სტუმრებს განსაკუთრებულ ატმოსფეროს სთავაზობდა.

გახსნასთან დაკავშირებით, „ლოქსიტანის“ ქართულმა წარმომადგენლობამ ახალი ვიდეორგოლიც მოამზადა, რომლის ინსპირაციაც მოდელი ქეთი ჟღენტი იყო.

„ლოქსიტანის“ ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, ბრენდი მომხმარებელს 30%-მდე ფასდაკლებას სრულ ასორტიმენტზე სთავაზობს. შეთავაზება 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება – ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ „ლოქსიტანი“ თქვენს რუტინაში დაამკვიდროთ და სილამაზე ყოველდღიურობის ნაწილად აქციოთ.

[R]

Instagram-ის ახალი ვერსია თქვენს ბატარეას ჭარბად აღარ მოიხმარს

იაპონელებმა უნივერსალური ხელოვნური სისხლი შექმნეს