in

„ლოქსიტანის“ მესამე ოფიციალური სივრცე „გალერია თბილისში“ გაიხსნა

სურ­ნე­ლო­ვა­ნი, დახ­ვე­წი­ლი და ელე­გან­ტუ­რი ფრან­გუ­ლი ბრენ­დის „ლო­ქ­სი­ტა­ნის“ მესამე ოფიციალური სივრცე „გალერია თბილისში“ უკვე გა­იხ­სნა.  ამ ადგილის სტუმ­რო­ბი­სას ფე­რად, გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­ტე­რი­ე­რის მქო­ნე, სურ­ნე­ლო­ვა­ნი პარ­ფი­უ­მით სავ­სე პრო­ვან­სულ სამ­ყა­რო­ში მოხვდებით.

ამ­ჟა­მად „ლოქსიტანის“ სამივე სივრცეში თქვენ  ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის განკუთვნილ სხეულისა და სახის მოვლის მრავალფეროვან ასორტიმენტს აღმოაჩენთ, შეხვდებით ისეთ ცნობილ ხაზებსა და მსოფლიო ბესტსელერ პროდუქციას, როგორიცაა ნუშის ზეთის სხეულისა და თმის მოვლის ხაზი, სურნელოვანი ვერბენას ტანის მისტი, შიის ხელის კრემი და ღვთაებრივი უკვდავას სახის მოვლის პროდუქცია. ბრენ­დი მის მომხმარებელს მხოლოდ გა­მორ­ჩე­ულ და ნა­ტუ­რა­ლურ საშუალებებს სთავაზობს, რათა მათ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მუ­დამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე და ახალგაზრდობა, იყ­ვნენ ბედნიერები და გამორჩეულები.

ახალი სივრცის გახსნასთან დაკავშირებით, ბრენდს სპეციალური შეთავაზებები აქვს. 5 ნოემბრის ჩათვლით მხოლოდ „გალერია თბილისის“ ლოქსიტანში შეგიძლიათ ისარგებლოთ 25%-იანი ფასდაკლებით სრულ ასორტიმენტზე, მიიღოთ საჩუქარი ნებისმიერ შენაძენზე და გახდეთ ლოქსიტანის სილამაზის კლუბის წევრი. ადგილზე გადმოგეცემათ ლოიალურობის ბარათი, რომლით სარგებლობისას გექნებათ ისეთი ბენეფიტები, როგორებიცაა cashback, ექსკლუზიური ფასდაკლებები, საჩუქრები და სხვა.

თითოეული თქვენგანის საახალწლო დღეების გალამაზებისთვის კი „ლოქსიტანი“ ძალიან მალე კიდევ ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებთ; ახალი, ლიმიტირებული და სურნელოვანი კოლექციით, გამორჩეული სასაჩუქრე ბოქსებითა და სპეციალური შეთავაზებებით გაგანებივრებთ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში „ლო­ქ­სი­ტა­ნის“ პირ­ვე­ლი ბრენ­დუ­ლი მა­ღა­ზია რამ­დე­ნი­მე წლის წინ თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე გა­იხ­სნა. მეორე ფილიალი საბურთალოს სითი მოლში მდებარეობს და მომხმარებლებს განსხვავებულ, ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს.

„ლო­ქ­სი­ტა­ნის“ ბრენ­დის ის­ტო­რია 1976 წლი­დან და­ი­წყო, პირ­ვე­ლი მა­ღა­ზი­ის კარი კი 1981 წელს პრო­ვან­სში გა­ი­ღო. დღეს­დღე­ო­ბით „ლო­ქ­სი­ტა­ნი“ მსოფ­ლი­ოს 93 ქვე­ყა­ნა­ში 3000-ზე მეტი ბუტიკით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ისინი დახ­ვე­წი­ლი გა­რე­მო­თი, სურ­ნე­ლო­ვა­ნი პარ­ფი­უ­მით, კოსმეტიკითა და ყვითელი სასაჩუქრე ბოქსებით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

„ლო­ქ­სი­ტა­ნის“ პრო­დუქ­ცი­ას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ორ­გა­ნუ­ლი ნი­შა­ნი და ეკო სერ­ტი­ფი­კა­ტი. არ შეიცავს პა­რა­ბე­ნებს, ცხო­ვე­ლურ ცხი­მებს, სი­ლი­კონს, კონ­სერ­ვან­ტებსა და ისეთ და­ნა­მატებს, რაც მათ სტან­დარ­ტებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

[R]

Lib Tech – როგორ შეიქმნა სნოუბორდერების საოცნებო ბრენდი

NBA-მ კორტების განახლებული დიზაინი წარადგინა