in

“ჩვენ არ ვტესტავთ პროდუქციას ცხოველებზე!” – მსოფლიო ბრენდი L’Occitane საქართველოში

პროვანსი საფრანგეთში მდებარეობს. ამ რეგიონს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს, რადგან მხარე განთქმულია ლამაზი ბუნებით, ქალაქებით, სამზარეულოთი და ღვინით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი არ არის. პროვანსი ასევე საერთაშორისო ბრენდ “ლოკსიტანის” (L’Occitane) სამშობლოა. ბრენდის ისტორია 1976 წლიდან იწყება, მას შემდეგ, რაც ოლივიე ბოსონმა პარფიუმერული საშუალებებისთვის ძველი რეცეპტები გამოიყენა, ხოლო პირველი ქარხანა და ბუტიკი მოგვიანებით, 1981 წელს გაიხსნა. ლოკსიტანს 3000-ზე მეტი მაღაზია აქვს მსოფლიოს 27 ქვეყანაში, ხოლო საქართველოში კომპანიის პროდუქცია საქართველოში 2011 წლიდან იყიდება. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, კომპანია წარმოებაში არ იყენებს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს. 2006 წლიდან ფუნქციონირებს ლოკსიტანის ფონდი, რომელიც მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებს ეხმარება, ახორციელებს ქალთა მხარდაჭერის პროგრამებს და პროექტებს ტრადიციული კულტურების შესანარჩუნებლად. მეტი ინფორმაციისთვის ლოკსიტანის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, მაია ალთუნაშვილსა და მარკეტინგის მენეჯერს თეკლა თუთბერიძეს მივმართეთ.

BOG
BOG

M: საიდან იწყება L’Occitane-ის ისტორია?

ლოკსიტანის შექმნის იდეა გაჩნდა 1976 წ. პროვანსში, როდესაც ოლივიე ბოსონმა, პროვანსზე, მის ცაზე, მზეზე, მიწასა და  ტრადიციებზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა, გადაწყვიტა ძველი მარსელური რეცეპტით საპნის და როზმარინის ეთერზეთის დამზადება, რომელის საფუძველზეც შემდეგ შეიქმნა სხვა პარფიუმერული საშუალებები.

M: როგორ განვითარდა შექმნიდან დღემდე, რა მასშტაბებს მიაღწია კომპანიამ?

დაარსების შემდეგ ლოკსიტანი ნელ-ნელა იკრებდა პოპულარობას, მისი თაყვანისმცემელთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. დღეისთვის, ლოკსიტანს მსოფლიოს 27 ქვეყანაში აქვს დაახლოებით 3000 მაღაზია. სულ ცოტა ხნის წინ აღინიშნა 40 წლის იუბილე.

M: რით მიიზიდა კომპანია ქართულმა ბაზარმა, რამაც წარმომადგენლობის აქ გახსნა გადააწყვეტინა?

ქართველი მომხმარებლის გემოვნების  და მოთხოვნების გამო. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება ინტერესი ნატურალური პროდუქტების მიმართ, რომელიც აქტიურად ანაცვლებს ქიმიური შემცველობის პროდუქტებს. ამ ტენდენციას, საბედნიეროდ, არც საქართველო ჩამორჩება ამ ყველაფრის  და გათვალისწინებით მოხდა ლოკსიტანის საქართველოში შემოსვლა.

M: როგორც ვიცით, ბრენდი სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს, როგორაა განვითარებული ეს მიმართულება საქართველოში?

საქართველო, რა თქმა უნდა, აქტიურად ერთვება სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებში. მაგალითად, შემდეგი კვირიდან გაყიდვაში გვექნება საპონი, საიდანაც  მიღებული თანხა სრულად ხმარდება აფრიკასა და აზიაში მცხოვრებ ბავშვთა A ვიტამინით უზრუნველყოფას, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი მხედველობის პრობლემები.

M: პროდუქციაზეც რომ ვისაუბროთ. რა არის L’Occitane-ის პროდუქტისთვის დამახასიათებელი უპირატესობა?

მთავარი უპირატესობა არის მისი ნატურალურობა. ეთერზეთებზე წარმოებული, მაღალი ლაბორატორიული დამუშავებით მიღებული პროდუქცია, – სახის, ტანისა და თმის მოვლის საშუალებები, რომელიც თავისუფალია პარაბენებისგან. სახის  კრემები არის ძალიან ეფექტური,  რის გამოც დღითიდღე მატულობს ლოიალურ კლიენტთა რაოდენობა.

M: როგორ ახერხებს ბრენდი, აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია და ამავდროულად, არ ჩაატაროს ტესტირება ცხოველებზე (რაც საკმაოდ აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის)?

ლოკსიტანი არის ნატურალურ და ორგანულ ინგრედიენტებზე დაფუძნებული კომპანია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური ფასეულობები, ბუნების პირვანდელი სახის შენარჩუნება. ამ მიზნით, დაარსდა ლოკსიტანის ფონდი, გაშენდა მცენარეების პლანტაციები, კომპანია მუდმივად ატარებს მონიტორინგს მათ მიერ სოციალურ, ეკოლოგიურ ზემოქმედებაზე. პროდუქტებში არ გამოიყენება ცხოველური წარმოშობის არცერთი პროდუქტი და ასევე არ ხდება  ცხოველებზე გატესტვა, რაც სამწუხაროდ მართლაც იშვიათია . ის რეცეპტები რომელსაც კომპანია იყენებს , წლების მანძილზე გამოიყენებოდა პროვანსელი ხალხის მიერ, არის დროში გამოცდილი, შესაბამისად, აღარ საჭიროებს დამატებით ტესტირებებს. ახალი პროდუქტების გამოცდა ხდება მოხალისე ქალბატონებზე, რადგან პროდუქტები არ არის ჰიპოალერგიული და არ აქვთ უკუჩვენება.

[R]

არ დაიძინო მაშინაც, როცა ძალიან გეძინება – Samsung-ის ვიდეორგოლი

Nike-ისა და პოლ ჯორჯის ერთობლივი სპორტული ფეხსაცმელი PlayStation-ის სტილში