in ,

Locked Out Tbilisi – „მობაილ“ აპლიკაცია Doors & Rooms–ის ანალოგი რეალური თამაში

Startauperi
Startauperi

“Locked Out Tbilisi” გუნდური თამაშია, სადაც მონაწილეებს მიტოვებული შენობის 6 სხვადასხვა ოთახში კეტავენ. ჯგუფი ყოველი კარის გასაღებ შიფრს მხოლოდ კონკრეტული თავსატეხის ამოხსნის შემდეგ იღებს.

კოკა კუნჭულია (ერთ–ერთი დამფუძნებელი): იდეა სპონტანურად გამიჩნდა. მეგობრებთან ერთად აქტიურად ვთამაშობდი პოპულარულ „მობაილ“ აპლიკაცია Doors & Rooms. ძალიან საინტერესოა და თავსატეხების მოყვარულებს ნამდვილად ღამეები აქვთ გათენებული ყველა დონის გასავლელად. იანვარში მეგობრებთან ერთად ბუქარესტში ვმოგზაურობდი. იქ ერთმა ჩემმა მეგობარმა გააკეთა ამ თამაშის რეალური ვერსია. მაშინვე მომივიდა აზრი, იგივე თბილისშიც გაგვეკეთებინა. როგორც კი დავბრუნდი, იდეა მეგობარს, ბექა გოჩოლეიშვილს გავუზიარე და პროექტის განხორციელება დავიწყეთ. მოვძებნეთ მიტოვებული შენობა ქალაქის ცენტრში და ერთი თვის მუშაობის შედეგად გავხსენით Locked Out Tbilisi.

დამფუძნებლები  – მარცხნივ -  კოკა კუნჭულია, (რესპოდენდი) მარჯვნივ ბექა გოჩოლეიშვილი.

M: როგორია თამაშის პრინციპი?

თამაშის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: გუნდი ჩაკეტილია მიტოვებულ შენობაში, სადაც 6 ოთახია. თითოეულ ოთახში არის თავსატეხები. მხოლოდ მათი ამოხსნის შედეგად იღებენ მონაწილეები კარის გასახსნელ შიფრს. გუნდში რაოდენობა შეზღუდული არ არის. თუმცა, ოპტიმალური რაოდენობაა 3-7 ადამიანამდე. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ყველაზე კარგი შედეგები იმ ჯგუფებს ჰქონდათ, სადაც ორივე სქესის წარმომადგენლები იყვნენ. ყოველი ჯფუფის მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს ექვსივე ოთახიდან. ამჟამინდელი რეკორდი 35 წუთს შეადგენს.

M: რა ღირს ცენტრში თამაში?

თამაშის ღირებულება შეადგენს 15 ლარს ერთ ადამიანზე. თუმცა, თუ ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა 4 ან მეტია, მაშინ, ფასი მთლიანი ჯგუფისთვის 50 ლარია.

M: რამდენად პოპულარულია “Locked Out Tbilisi”?

იმის მიუხედავად, რომ პროექტი ერთი თვეა არსებობს, შეიძლება ითქვას, თამაში საკმაოდ პოპულარულია. ყველა მონაწილე კმაყოფილია და სულმოუთქმელად ელოდება როდის შევცვლით თავსატეხების სცენარს, კიდევ რომ შეძლონ თამაში. თავსატეხების სცენარის შეცვლას აგვისტოს ბოლოსთვის ვგეგმავთ.

M: ბოლო დროს თბილისში რამდენიმე გასართობი ცენტრი გაიხსნა, სადაც ჯგუფებს სხვადასხვა თამაშებს სთავაზობენ. რა უპირატესობა აქვს “Locked Out Tbilisi”-ს?

“Locked Out Tbilisi” ერთ-ერთი უნიკალური რეალური თამაშია. ამდაგვარი თამაშები არსებობს სან ფრანცისკოში, ნიუ-ორკში, პრაღაში, ტოკიოში, სიდნეიში, ბუქარესტში. მთავარი, რითიც ასეთი გასართობები ადამიანებს იზიდავს, ალბათ, არის ის, რომ როდესაც ასეთ თამაშებს კომპიუტერით, პლანშეტით ან მობილური ტელეფონით თამაშობ, ყოველთვის გაქვს სურვილი, იგივე რელაობაში განახორციელო.

თამაში ძალიან დაეხმარება იმ კომპანიებს, სადაც აფასებენ გუნდური მუშაობის პრინციპს. დაგეგმილი გვაქვს, შევიმუშაოთ კორპორატიული შეთავაზებები დიდი კომპანიებისთვის, სადაც მოხდება ჯგუფების შეჯიბრება, ვინ უფრო სწრაფად შესძლებს ყველა დაბრკოლების გადალახვას.

10255779_308217832675557_5771587833063736208_n

10250300_308218082675532_2846154940802810817_n

10357249_308217962675544_7333406486109798451_n

10408647_308218339342173_1520791742517485191_n

შიშველი ცეკვები VH1-სგან

სტუდენტური კონკურსი – “ჩემი ბორჯომი” 2014 გრძელდება!