in

როცა ბრენდის სახელს ვერავინ წარმოთქვამს სწორად…

მოგეხსენებათ, მოდის კვირეული ახლოვდება — მოდის ჟურნალები კი სახელმძღვანელოებს აქვეყნებენ, თუ როგორ უნდა გამოთქვათ ბრენდების სახელები. ამას უკავშირებს ესპანური მოდის სახლი Loewe თავის უახლეს კამპანიას… ბრენდი იმედოვნებს, რომ ნებისმიერ გაუგებრობას ერთხელ და სამუდამოდ მოეღება ბოლო.

BOG

Decades of Confusion რამდენიმე ეპოქაში გვამოგზაურებს, თავისი ესთეტიკითა და სტილით გამსჭვალულ გარემოში. ამასთან, მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი სავსეა ვინტაჟური პოსტერებით. ამ განსხვავებულ გარემოებს კი ერთი რამ აერთიანებს: ვერავინ გამოთქვამს მოდის სახლის სახელწოდებას სწორად… ასეთი ირონიული და კომიკური განწყობა კი ზუსტად ასახავს ბრენდის გამოწვევას, რომელსაც არსებობის დღიდანვე აწყდება.

Mastcercard-ისა და Pay.ge-ს აქცია: გადაიხადე საკომისიოს გარეშე

გაიცანი თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის“ გამარჯვებულები