in

Lofi Girl პირველ კაფეს ხსნის პარიზში – უწყვეტი სტრიმის არხი ახალ, რეალურ სივრცეში

თუ ოდესმე YouTube-ზე ჩართული მშვიდი მუსიკის ფონზე გიმეცადინია ან გიმუშავია, ხოლო მონიტორიდან გოგონას ანიმაცია გიყურებდა, რომელიც კატასთან ერთად ზის, მაშინ იცი, რა არის Lofi Girl. ეს არის არხი YouTube-ზე, რომელიც ცნობილია უწყვეტი სტრიმებით. მალე ამ ციფრულ ატმოსფეროს ეკრანს გარეთ, რეალურ სივრცეში გადმოიტანენ პარიზში და „ონლაინრიტუალს” ისეთ ადგილად აქცევენ, სადაც მართლა შეგიძლია ჩამოჯდე ესპრესოს ჭიქით ხელში. Lofi Girl პარიზში თავისი პირველი ფიზიკური კაფეს გახსნას გეგმავს.

BOG
BOG

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ონლაინგანწყობა რეალურ გარემოში გადაიტანონ, სივრცეში, რომელიც სამუშაოსთვის, კითხვისთვის ან უბრალოდ დროის მშვიდად გატარებისთვის იქნება შექმნილი. ადგილი, სახელწოდებით Lofi Café, სენის ნაპირიდან მოკლე მანძილზე განთავსდება.

ფანებმა პროექტი პირველად მაშინ შენიშნეს, როცა ლოკაციაზე აბრა გამოჩნდა Lofi Girl-ის სტრიმისთვის ნაცნობი ვიზუალებითა და QR-კოდებით, რომლებიც გამვლელებს სიახლეების გამოწერას სთავაზობდა. მოგვიანებით ბრენდმა სივრცის გახსნა ოფიციალურად დაადასტურა და აღწერა იგი, როგორც მყუდრო ადგილი დასვენებისთვის, მუშაობისა და რელაქსაციისთვის. გახსნა მოსალოდნელია 2026 წლის დასაწყისში. მენიუსა და ინტერიერის შესახებ დეტალები ჯერ უცნობია.

კონცეფცია მჭიდროდ იმეორებს იმ ატმოსფეროს, რომელმაც Lofi Girl ონლაინკულტურის განუყოფელ ნაწილად აქცია. 2018 წლიდან დღემდე ის გლობალურ „ფონურ თანამგზავრად“ იქცა – მილიონობით გამომწერი მას რთავს მშვიდი ბიტებისა და გარემოს განცდისთვის. ახლა კი ამ შეგრძნებებს რეალურ გარემოში გააცოცხლებენ.

ილონ მასკი 2026 წელს ტვინის ჩიპების მასიურ წარმოებას გეგმავს

ახალი რეკლამა, რომელიც წონასთან დაკავშირებულ უსიამოვნო რჩევებს დასცინის