in

Logitech-ის ახალ მაუსს ChatGPT-სთან პირდაპირი წვდომა აქვს

Logitech მომავლისკენ იხედება და ერთი შეხედვით ჩვეულებრივ კომპიუტერის მაუსებს თუ კლავიატურას ახალ სუპერძალას მატებს: მყისიერ წვდომას ChatGPT-ზე. Logi AI Prompt Builder-ად წოდებული, ეს ახალი პროგრამული ინსტრუმენტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მარტივად და სწრაფად შევიდნენ აღნიშნულ AI პლატფორმაზე. ასე ვთქვათ, ეს მოწყობილობა ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო ძალის მალსახმობია…

Logi AI Prompt Builder ხელმისაწვდომია უფასო Logi Options+ პროგრამული აპლიკაციის საშუალებით — ის მუშაობს როგორც ვინდოუსზე, ისე macOS-ზე. მიზანი კი სამუშაო პროცესების გამარტივებაა, დაწყებული ტექსტის გენერირებით, დასრულებული კოდის გაწერით. Logitech Signature AI Edition Mouse-ს კი სპეციალური AI ღილაკი აქვს ჩაშენებული.

„მხოლოდ ChatGPT-ს დაახლოებით 1,6 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს ყოველთვიურად. ეს სტატისტიკა კი ნათლად ასახავს ხელოვნური ინტელექტის უნარს, გაზარდოს და დააჩქაროს ადამიანების პროდუქტიულობა და კრეატიულობა“, — განმარტავს დელფინ დონი, Logitech-ის ბიზნესის გენერალური მენეჯერი.

AI-ს მიერ შექმნილი ფილმის თრეილერი გამოქვეყნდა!

მანქანური სწავლებით ბაქტერიის განადგურების ახალ გზებს მიაგნეს